კალენდარი |
 |
« ნოემბერი 2012 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |  |
 |
|
 | |  |
| მთავარი » 2012 » ნოემბერი » 8 » საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს!
8:45 PM საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს! |
უწინარეს ყოვლისა, ღმერთს ვთხოვ მაპატიოს, თუ რამეს ვცოდავ! უწმინდესო და უნეტარესო! წინასწარ გილოცავთ დაბადების მე–80 და აღსაყდრების 35–ე მოახლოებულ წლისთავს და გისურვებთ მრავალი წლის ჯანმრთელ, ბედნიერ სიცოცხლეს ქართველი ერის შემწედ და იმედად. გთხოვთ პატიებას, რამე თუ, გაწუხებთ საერო–ქართულ ინტერესებთან დაკავშირებულ ფრიად საჭირბოროტო საკითხე. გვჯერა თქვენი, როგორც საქართველოში სულიერების გადამრჩენისა, ეკლესიათა აღმაშენებლისა და ღვთის უპირველესი მსახურისა. გვწამს, ჯეროვნად განსჯით ჩვენს კადნიერებას და ყურად იღებთ თხოვნას დაყენებულ საკითხთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, მაღალმა ღმერთმა შექმნა მთელი სამყარო, მათ შორის, პლანეტა დედამიწა, ადამიანი, ხალხები და ენები. მანვე მოავლინა დედამიწაზე თავისი პირმშო – იესო ქრისტე, რომელიც ეწამა ცოდვილი კაცობრიობისათვის და რომელმაც სულთმოფენობაზე ბრძანა, რომ ბიბლია თარგმნილიყო ყველა ენაზე, რათა ყველა ენაზე ექადაგათ ქრისტიანული სარწმუნოება და არც ერთი ენა არ გამქრალიყო დედამიწიდან. რასაკვირველია, გვჯერა, რომ ღვთისგანვეა გაჩენილი კოლხური ენა და მისი უშუალო გაგრძელება, – მეგრული ენა, როგორც ერთ–ერთი ქართველური ენათაგანი, საკუთრივ ქართულ (ქართლურ), სვანურ და ლაზურ (ჭანურ) ენებთან ერთად, ერთიანი იაფეტური ენიდან რომ მომდინარეობენ დასაბამიდან. ასევე გვჯერა, შემთხვევიი არ ყოფილა ის ფაქტი, რომ მარიამ ღვთისმშობელი კოლხურ ენაზე უმღეროდა დედის (დიდი ქალღმერთის) საგალობელს–„ნინენა“–ს თავის აკვანში მწოლიარე ღვთიურ პირმშოს–იესო ქრისტეს და ისიც ფაქტია, რომ ყოველივე ამის გამო გადაურჩნენ გადაშენებას, მტერთაგან მუდამ დასაღუპად ხელყოფილი ქართულ–ქართველური ენები და მათ შორის მეგრული ენა. რად ღირს მარტო ის ფაქტი, რომ კოლხები ანუ კოლხურ ენაზე მეტყველნი იყვნენ წმინდა ნინო კაბადოკიელი და წმინდა გიორგი კაბადოკიელი. რად ღირს მარტო ის ფაქტი, რომ კოლხურ ენაზე ქადაგებდნენ ქრისტიანულ სარწმუნოებას კოლხეთში, მისი პირველმქადაგებლები და აქედან დაიწყო ამ სარწმუნოების დამკვიდრება ქართველ–ქართველური ეთნოსის ხალხებში. ბუნებრივი პირობების, მრავალნაირი კატაკლიზმების, ისტორიული ქარტეხილების, ჟამთა სვლის სიავეთა შედეგად მრავალგზის დაყოფილ–დანაწევრებული, ერთმანეთისაგან დაშორისშორებული ქართულ–ქართველური ეთნოსის ხალხები, ლამის მთელი დედამიწის ზურგზე რომ იყვნენ მოდებულნი უშორეულეს წარსულში, ცალ–ცალკე ეწეოდნენ ცხოვრებას, ქმნიდნენ თავთავიანთ ენებს, აშენებდნენ სოფლებსა და ქალაქებს... მრავალგზის განიცადეს მათ განადგურება, დამცრობა, გადაშენების პირას დგომა... მაგრამ განგების ძალით გადარჩენილმა ქართულ–ქართველური ეთნოსის ხალხებმა, ამ ხალხების გარკვეულმა ნაწილმა, საბოლოოდ, თავი მოიყარეს მათს ისტორიულ ოდაბადესა თუ შურობუმუში ანუ ძირძველ მშობლიურ მიწაწყალზე და ერთად განაგრძეს ცხოვრება და ბრძოლა არსებობისთვის. საკუთარი გენის ყივილით, მათ მოახდინეს ტომობრივი და ეროვნული კონსოლიდაცია, შექმნეს ერთიანი მშობლიური ენა–ქართული ენა და სახელმწიფოებრიობა; რასაკვირველია, შეინარჩუნეს თავთავიანთი ტომობრივი (ზოგისთვის ოდესღაც მრავალი საუკუნეობით სახელმწიფოებრივი) ენებიც, ვითარცა (ასედაც იტყვიან ხოლმე) აკვნის ენები. როგორც მსოფლიო ენათმეცნიერება აღიარებს, დიდი ენა დიდ მდინარესა ჰგავს. როგორც დიდი მდინარე საზრდოობს და ძლიერდება თავისი შენაკადებით, პატარა მდინარეებითადა წყაროებით და დაშრებიან რა ისინი, შრება დიდი მდინარეც, ასევე, დედა ენა, დიდი ენა საზრდოობს მონათესავე ენებითა და დიალექტებით და მოკვდებიან რა ისინი, წყდება განვითარება და კვდება ისიც. ამ მიზეზით მრავალი ენა გადაშენდა. შორს რომ არ წავიდეთ, ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში ლათინურ ენაზე მეტყველებდნენ, სწავლობდნენ, დისერტაციებს წერდნენ... მაგრამ ამ ენაზე, როგორც მშობლიურ ენაზე, დღეს არავინ მეტყველებს, ეს ენა მკვდარ ენად იქცა. იგი მხოლოდ აფთიაქებს შემორცა წამლების დასახე;ლების სახით. ქართული და ქართველური ენების სიკვდილის შემთხვევაში ისინი ხომ არსად შემორჩებიან. სიკვდილი კი, ძალიან მალე, როგორც ხშირად გვესმის, ძალიან ბევრ ენას უწერია. უკანასკნელ ხანს პრესაში დაუფარავად იწერება, რომ მსოფლიოში გამალებით მიმდინარე გლობალიზაციის პროცესების სდეგად 21–ე საუკუნეში მოსალოდნელია გადაჩეს დედამიწაზე არსებული ენების მხოლოდ 10 პროცენტი, ანუ 555 ენა 5545 ენიდან. ცნობილი ჭეშმარიტებაა: ენის და კერძოდ ქართული ენის –როგორც საერთოდ ყოველგვარი ეროვნულის–გადარჩენის ერთადერთი პირობაა ერის არსებობა, ერისა და ეროვნულობის შენარჩუნება და დაცვა. ამიტომაც ებრძვიან ასე გამალებით ყოველგვარ ეროვნულს გლობალისტები და მათი დამქაშები მთელ მსოფლიოში. თუ არა ენათმეცნიერებისთვის, სხვა ვისთვის შეიძლება ცნობილი იყოს ყველაზე უკეთ ყოველივე ზემოაღნიშნულის შესახებ? და გასაკვირი ის არის, რომ სწორედაც ცალკეული ენათმეცნიერები გამოდიან ამა თუ იმ ენის (ენების) წინააღმდეგ და უბიძგებენ მას (მათ) გადაშენებისაკენ. ცნობილია, რომ ჩვენს სინამდვილეში, საქართველოში, მავანთაგან, მრავალი საუკუნის მანძილზე, აშკარად თუ დაფარულად იდევნება არენიდან მეგრული, სვანური და ლაზური ენები. მიზეზად მუდამ ერთიანი ეროვნული ინტერესები სახელდება. სინამდვილეში კი სულ სხვა რამესთან გვაქვს საქმე. ვინ არ იცის, რომ აღმოსავლეთ საქართველოში თითქმის მუდამ მძლავრობდნენ შფოთი და განხეთქილება სამტავროებსა და სამეფოებს შორის. ამაზე ნათლად მეტყველებს ლევან სანიკიძის შრომები, მის მიერ აღწერილი „309 სირცხვილი“. სამეგრეო კი მუდამ იყო ქართველთა გაერთიანების ცდაში, მუდამ ასრულებდა გამაერთიანებლის როლს, არასდროს ცალკე სამეფოდ გამოყოფა არ უცდია, თუმცა ყველაზე მეტი შანსი სწორედ მას ჰქონდა. მან კარგად იცოდა ეროვნული მთლიანობის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ. თვით საბჭოთა პერიოდშიც, როცა ხელისუფლებას გათვალისწინებული ჰქონდა სამეგრელოს ავტონომიის შექმნა, იგი ამ აზრს არ თანაუგრძნობდა და ეს არც მომხდარა. ვერავინ დაასახელებს თუნდაც ერთ მეგრელს, რომელსაც საქართველოსაგან სამეგრელოს გამოყოფის სურვილი გამოეხატოს. ფსევდოპატრიოტი ქართველები (მათ შორის მეგრულენოვანნი) კი, სამეგრელოს მუდამ სეპარატიზმზე უკიჟინებენ. თვითონ იგონებენ ასეთს თავდვე ებრძვიან მას. ამით იწერენ ქულებს და ხშირად ინაღდებენ კიდეც ნასუფრალს ან გარკვეულ სკამებს ხელისუფლებაში, მეცნიერებაში და ა. შ. ყოველივე ამაზე მთელი წიგნები დაიწერება. უკანასკნელ პერიოდში მეგრული ენის წინააღმდეგ აშკარა ბრძოლა გააჩაღეს ენათმეცნიერებმა: ტარიელ ფუტკარაძემ, თეიმურაზ გვანცელაძემ, მანანა ტაბიძემ და მიტროპოლიტმა ანანია (ჯაფარიძემ). პირდაპირ მოგახსენებთ: როგორც ჩვენთვის ცნობილია, მათ, მიტროპოლიტ ანანია (ჯაფარიძის) ხელმძღვანელობით საქართველოს საპატრიარქოსთან დააარსეს ე. წ. ენათმეცნიერების განყოფილება და შექმნეს ცნობილი სამთა „თეორია“, რომლის მიხედვითაც მეგრული, ლაზური და სვანური ენებს კი არ წარმოადგენენ, არამედ ქართული ენის ისეთივე დიალექტებია, როგორიც ქართლური, კახური, გურული, ფშავური და სხვა. ცხადია, მეგრული, სვანური და ლაზური (ჭანური) ენებისთვის ენის სტატუსის წართმევას ესწრაფვიან იმ მიზნით, რომ ამ ენებს არ შეეხოთ ევროსაბჭოს კონვენცია მცირერიცხოვანი ხალხების, რეგიონალური და უმწერლობო ენების დაცვის შესახებ და ეს ენები დარჩნენ ყოველგვარი დაცვის გარეშე, სასიკვდილოდ განწირვისთვის. მათივე დალიხმევით ამ ენების სწავლება ათ წელზე მეტია რაც ამოღებულია უმაღლესი სასწავლებლების ფილოლოგიის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამიდანაც. აქამდე, როგორც კი საქართველოს მთავრობა გააჟღერებდა სიტყვას ევროსაბჭოს კონვენციების რატიფიკაციის შესახებ, თ. ფუტკარაძე და მისი თანამზრახველები ატეხდნენ ხოლმე ხმაურს, რომ ეს ანტიეროვნული საქმეა, და ისინიც უკან იხევდნენ. თავიანთი ამბიციური ანტიმეცნიერული, იდეოლოგიურად ფრიად საშიში, აშკარად ანტიეროვნული, შოვინისტური და ფაშისტური თეორიის დასამტკიცებლად ისინი აქამდე არაფერს და არავის ერიდებიან; მიმართავენ ჭეშმარიტი და პატიოსანი ენათმეცნიერების მიმართ, საერთოდ მეგრელების მიმართ საზიზღარ ცილიწამებებს, შანტაჟს, დაშინებას; ჯაშუშურს უწოდებენ ევროსაბჭოს აღნიშნულ კონვენციებსაც და ა. შ. რაც ესოდენ გასაკვირია, ისინი მეგრელთმოძულეობით იმდენად არიან დაბრმავებულნი, რომ სრულიად არ ერიდებიან საკუთარ ენათმეცნიერულ პრესტიჟსაც და წარმოიდგინეთ, სინდისსაც კი. არადა, არავითარი სპეციალური ენათმეცნიერული განათლება არ არის საჭირო იმისათვის, რომ ვერკვეოდეთ: მეგრული, ლაზური (ჭანური) და სვანური დიახაც წარმოადგენენ ცალკე დამოუკიდებელ ენებს, – მოძმე ქართველურ ენებს. ნებისმიერი მეხუთ–მეექვსე კლასელი ბავშვისთვისაც უთუოდ ადვილი გასაგებია შემდეგი რეალობა: 1) განა შეიძლება,შედგენილ იქნას მეგრულ–ქართული,სვანურ–ქართული, ლაზურ–ქართული, სვანურ–მეგრული, და მისთანა ლექსიკონები და რატომ არ შეიძლება ქართულ–ქართლური, კახურ–ქართული, კახურ–გურული, იმერულ–კახური და მისთანა ლექსიკონების შედგენა? ანდა: 2) რატომ ითარგმნება მეგრული, ლაზური და სვანური ქართულად და ასევე რატომ არ ითარგმნება ქართლური, კახური, გურული და სხვანი? 3) რატომ შეიძლება დაიწეროს ლექსები და შესრულდეს სიმღერები სვანურ, მეგრულ და ლაზურ ენებზე და არ შეიძლება იგივე, – გურულ, კახურ, ქართლურ და სხვა დიალექტებზე? 4) რატომ სჭირდება შესწავლა ქართულისა მეგრელს, ლაზს, სვანს და არ სჭირდება იგი ქართლელს, კახელს, იმერელს და სხვებს? 5) ვინმეს სმენია ან წაუკითხავს სადმე ცნებები: კახური ენა, იმერული ენა და მისთანანი? ხოლო ვის არ სმენია და არ წაუკითხავს ცნებები: მეგრული ენა, ჭანური ენა, სვანური ენა. 6) განა შემთხვევითია, რომ ენების ძალზე დიდი ნაწილი, საუკუნეების მანძილზე უმთავრეს სამეტყველო ორგანოს –ენას და მეტყველების საშუალებას ენას, ერთი და იგივე სახელები ჰქვია. მაგ: ქართული ენა, ენა; მარგალური ნინა, ნინა; русский язык, язык; ლაზური ნენა, ნენა; და სხვა. რას დაარქმევენ ამ თვალსაზრისით მათ კახურად, გურულად, ფშავურად და ა. შ. ისინი, ვინც მეგრულს, ლაზურსა და სვანურს ამათთან ათანაბრებენ? აქ კომენტარები ზედმეტია და მაინც, ერთ ფრიად დიდმნიშვნელოვან გარემოებაზეც: როგორც ეს ჩვენი გამოკვლევებით არის წარმოჩენილი, მეგრული ენა მსოფლიო ენებს შორის გამორჩეულია ლექსიკის განსაკუთრებული, გასაოცარი ფანტასტიური სიმდიდრით. იგი 1 მილიარდ 410 მილიონზე მეტ სიტყვას ითვლის პარალელური, იშვიათად ხმარებადი და პოტენციურად შესაძლებელი ფორმებითურთ, საიდანაც სავარაუდოდ, თანამედროვე მეგრულში მეტ–ნაკლები სიხშირით ხმარებადია ან შეიძლება იხმარებოდეს 500 მილიონი (თუ არა მეტი) სიტყვა. ამრიგად: 7) სხვა რომ არა იყოს რა, განა შეიძლება, ასობით მილიონი სიტყვის მქონე ენა იყოს დიალექტი რომელიმე ათობით, გნებავთ ასობით ათასი სიტყვის მქონე ენისა? რაკი მეგრული ენის ლექსიკის სიმდიდრეს შევეხეთ, ძალიან მოკლედ მოგახსენებთ მის ზოგიერთ სხვა ღირსებებზეც. მოგეხსენებათ რომ, ცივილიზებულმა ადამიანმა, ზუსტად გაიანგარიშა დედამიწის, მზის, მთვარისა და სხვა პლანეტების ზომები, მასები, დაშორებანი ერთმანეთისაგან. დათვალა მეგაგალაკტიკების ვარსკვლავთა რიცხვ და ა.შ. მაგრამ ვერა და ვერ წარმოაჩინა ენის წარმოშობის საფუძვლები. მეტიც, მათ ენის წარმოშობის საკითხის შესწავლა შეუძლებლადაც კი გამოაცხადეს. ამასთან, ენათმეცნიერებმა ჩათვალეს რომ სიტყვები, საგანთა და სხვათა სახელები ადამიანის მიერ ხელოვნურად შემოღებული პირობითი ნიშნებია. ამის მიხედვით გამოდის რომ, ადამიანი ბუნებრივისა (სხეულებრივად) და ხელოვნურის (ენისა) რაღაც ნაერთს, კონგლომერატს წარმოდგენს. მეგრული ენის მეცნიერულად შესწავლამ კი გვაჩვენა, რომ ამ ენაში ცოცხლად არის დაუნჯებული ენის (მოცემული ენის, ზოგადად, ანუ საერთოდ ენის და სხვა და სხვა ენის) წარმოშობისა და განვითარების საფუძვლები. კერძოდ, წარმოჩნდა, რომ საგნის (სხვა ობიექტური მონაცემის) სახელდებისა და ენის წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს ბუნებაში მოცემული ბგერებისადმი, ანუ ბუნების საგნების მიერ გაღებული ბგერებისადმი ხმაბაძვითობა, რაც ადამიანს განგებამ დაანათლა ბუნების საგნებთან თანაცხოვრების პიობებში მათთან შეხმიანებისა და გარკვეული კომუნიკაციის დამყარებისათვის. ენის წარმოშობის ბუნებითობის, კერძოდ ხმაბაძვითობის თეორიის აღიარება–დამტკიცებით, ჩვენ წარმოვაჩინეთ ისიც, რომ ადამიანი მთლიანობაში, ანუ სხეულებრივადაც და ენობრივადაც წარმოადგენს ერთიან ბუნებრივ ქმნილებას, შექმნილს იმავე უდიდესი ძალის მიერ, რომელმაც შეჰქმნა მთელი სამყარო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ენის წარმოშობის პირობითობის (იგულისხმება ენობრივი ნიშნების, ანუ სიტყვების „წმინდა წყლის“ პირობითობა) თეორიის, იგივე შეთანხმების თეორიის აღიარება და ბუნებრიობის თეორიის უარყოფა, რაც გაბატონებული მოსაზრებაა მსოფლიო ენათმეცნიერებაში, –პრაქტიკულად ნიშნავს, ბუნების, თვით იმ უდიდესი ძალის უარყოფას, რომელმაც შეჰქმნა მთელი სამყარო, მათ შორის ჩვენი დედამიწა, და თვით ადამიანი, როგორც მეტყვრლი, მოაზროვნე და გონიერი არსება, ხატად და სახედ ღმრთისა. მსოფლიო ენათმეცნიერებაში, და არა მხოლოდ აქ, რა ხანია არსებობს განსხვავებული მოსაზრებანი სხვადასხვა ენის არსებობის შესახებ. ამის მიზეზად თვლიანიმას, რომ დედამიწაზე უნდა წარმოშობილიყო არა მხოლოდ ერთი, არამედ სხვადასხვა ენა სხვადასხვა ადგილას და თვით სხვადასხვა ეპოქაშიც კი. ეს მაშინ, როდესაც ბიბლიის მიხედვით თავდაპირველად შეიქმნა ერთადერთი ენა. ჩვენი მტკიცებულებები აღიარებაა იმისა, რომ ბიბლიის ეს გადმოცემა ჭეშმარიტებას წარმოადგენს, ვინაიდან დედამიწის ზურგზე არსებული ნებისმიერი ენა, რა დროსაც და რა ადგილასაც არ უნდა წარმოშობილიყო იგი, ისტორიულად წარმოშობილია (მომდინარეობს) ერთი ენისაგან – ბუნების ენისაგან, რადგან ენის წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს ბუნებაში მოცემული, ანუ ბუნების საგანთა მიერ გაღებული ბგერებისადმი ხმაბაძვითობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამეტყველო ბგერები წარმოადგენენ ბუნებაში მოცემული ბგერების ადამიანისეულ რეპროდუქციას, ანუ, მსოფლიოს ენების ენობრივი ნიშნები ანუ სიტყვები შექმნილია ერთი საერთო მასალისაგან – ბუნებაში მოცემული ბგერებისაგან. კიდევ სხვანაირად და მოკლედ რომ ვთქვათ, პირველყოფილი მეტყველება ეს იყო განგების ნებით, ადამიანის ნებით ბუნებაში მოცემული ბგერებისადმიხმამიბაძვის საფუძველზე წარმოქმნილი მეტყველება ერთ ენაზე – ბუნების ენაზე. რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ ეწოდა ერთსა და იმავე საგანს სხვადასხვა სახელი სხვადასხვა ენაში, ანუ, რატომ გვაქვს სხვადასხვა ენა ადამიანებს, რაც ხე;ლს უშლიდა საგნის სახელდებისა და ენის წარმოშობის ბუნებითობის თეორიის, კერძოდ, ხმაბაძვითობის თეორიის აღიარებას, იხსნება შემდეგი რეალობის წარმოჩენით: მართალია, ერთი და იმავე საგანი ყველგან ჩვეულებრივ ერთნაირ ბგერებს გამოსცემს და გამოსცემდა სხვა დროსაც, მაგრამ სხვადასხვა ადამიანები მას აღიქვამდნენ და წარმოთქვამდნენ კიდეც განსხვავებულად. ასე მაგალითად, ის ბგერა, რომელიც ჩვენ ქართველებს და ჩვენს წინაპრებს გვესმის და ესმოდათ ჭ–თი,სლავებს ესმოდათ ჩ–თი. მათდამი ხმაბაძვის საფუძველზე კი განვითარდა შესაბამისი ბგერების საწარმოთქმო ჩვევა, ანუ საარტიკულაციო ბაზისი და მაშასადამე, შესაძლებელი გახდა სატანადო ბგერების წარმოშობა, რაც საფუძვლად დაედო საგანთა სხვადასხვაგვარად სახელდებას და სხვადასხვა ენის წარმოშობას, ენების სხვადასხვა ბგერითი შემადგენლობის შექმნის პირობებში. ამრიგად, ღვთის ნებითა და შეწევნით, ჩვენ (ჩემთან ერთად მხედველობაში მყავს ჩემი თანაავტორი ქალიშვილი ცირა ძაძამიაც) მოგვეცა შესაძლებლობა წარმოგვეჩინა ენის წარმოშობის ჭეშმარიტი საფუძვლები ქართული ენისა, იგივე ლაზარეს ენის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კერძოდ, ერთ–ერთი ქართველური ენების, ასევე სხვა ენების მონაცემებთან შედარებით ანალიზის საფუძველზეც. რაცმეტად მნიშვნელოვანია, წარმოჩნდა რომ, თანამედროვე მეგრულ ენაში ცოცხლად არის დაუნჯებული ამ ენის ქართულ–ქართველური ენების, ზოგადად საერთოენისა და სხვადასხვა ენის (მსოფლიოს ყველა ენის) წარმოშობისა დაგანვითარების საფუძვლები და ისტორია. მეგრული ენა რომ გადაშენებულიყო, კაცობრიობა სამუდამოდ დაკარგავდა ენის წარმოშობის საიდუმლოებით მოცული ცხრაკლიტულის გასაღებს. ღვთის განგებით, ახდა წმინდა იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველება: –ლაზარე აღსდგა! ლაზარეს ენა აღსდგა! ლაზარეს ენის (ქართულ–ქართველური ენების) მეშვეობით ეუწყა მსოფლიოს ყველა ენაზე მოლაპარაკეთ ქვეყნიერების უდიდესი საიდუმლოებანი და კერძოდ, ენის, როგორც საგანთა უნივერსალური სამყაროს უნივერსალური მოდელის – წარმოშობის საიდუმლოება. წარმოჩნდა ჭეშმარიტება, რომ მეგრული ენა, ლექსიკის კოლოსალური სიმდიდრისა და სიტყვების აღწერილობითი ხასიათის მეშვეობით წარმოადგენს საგანთა უნივერსალური სამყაროს უნივერსალურ მოდელს. აღნიშნული და სხვა მონაცემის მიხედვით მეგრული ენა წარმოადგენს მსოფლიოს ნომერ პირველ საოცრებას. მეგრული ენა, რომელიც უშუალო გაგრძელებაა კოლხური ენისა, – იმ საფუძველზე, რომ ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, უშუალო გაგრძელებაა იაფეტური (იგივე პროტოქართული) ენისა, – სხვა ქართველურ ენებთან ერთად, ისტორიულად წარმოადგენს ადამჟამიერ ენას, ადამის ენას. ადამისა და ადამის ენის ასაკი კი, დაახლოებით ორ მილიონ (2 000 000) წელს ითვლის. ამის დასტურია შემდეგი ფაქტები: I. ადამის ნაშიერს, ადამიანი მსოფლიოს ენებიდან, ქართულ–ქართველურ ენებში ჰქვია; II. დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი პირველყოფილი ადამიანების ჩონჩხების ასაკი, გერმანელი სპეციალისტების გაანგარიშებით, დაახლოებით 1 მილიონ 800 ათას წელს ითვლის და ეს ჩონჩხეი კავკასიური (კოლხური) ტიპის ადამიანებისაა, რის გამოც იმავე მეცნიერებმა მათ, პირობითად ზეზვა და მზია უწოდეს; III. მეგრული ენის ლექსიკა მოიცავს კოლოსალურ, დიახ ფანტასტიურ სიმდიდრეს, ითვლის 500 მილიონამდე სიტყვას და ამ მხრივ მას მსოფლიოს ვერც ერთი ენა ახლოსაც ვერ მიუვა. აი, ასეთი ენის გაქრობას ესწრაფვიან მეგრელთმოძულენი. და ბოლოს: მეგრული ენა დიდი წმინდანებისა და დიდი ღმერთების ენაა. კოლხები იყვნენ წმინდა გიორგი კაბადოკიელი და წმინდა ნინო კაბადოკიელი. კოლხურ ენაზე უმღეროდა „ნინენას“ ღვთისმშობელი მაცხოვარს, დედით კოლხი იყო ღვთის პირმშო იესო ქრისტე. მზის ღმერთის ჰელიოსის ნაშიერი იყო კოლხეთის მეფე აიეტი, ასევე მისი და პასაფიე, – მეუღლე საბერძნეთის კუნძულ კრეტას მბრძანებლის მინოსისა (მინოსის სასახლის ნანგრევებში იქნა ნაპოვნი ასი წლის წინათ წარწერებიანი ფირფიტა, რაც ამ უკანასკნელად გ. კვაშილავამ ამოოშიფრა და სწორედაც კოლხური „ნინენას“ ტექსტი აღმოჩნდა. კოლხებს კი, ჰეროდოტეს (V ს. ძვ. წ. აღ), აპოლონიოს როდოსელისა და სხვათა გადმოცემით, „ოდესღაც დამწერლობა ჰქონდათ“. ეს სხვათა შორის); კოლხები იყვნენ ბერძნული პანთეონის ღმერთები: ზევსი, ჰერა და სხვ. სავსებით ნათელია: იმის გამო რომ, კოლხეთში ქრისტიანულ სარწმუნოებას მისი პირველმქადაგებელი სწორედაც საკუთარ ენაზე – კოლხურ ენაზე ქადაგებდნენ, ბიბლია ამ ენაზე არ (ვერ) ითარგმნებოდა და არა იმიტომ რომ მაშინ კოლხური ენა არ არსებობდა, როგორც ეს მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) სურს დაამტკიცოს და რაზეც ააგეს, ტ. ფუტკარაძემ და მისმა თანამზრახველმა მეგრელთმოძულეებმა თავიანთი ცნობილი „თეორია“. ამჟამად, მეგრულ, ლაზურ (ჭანურ) და სვანურ ენებზე მეტყველი ადამიანების რიცხვი დედამიწაზე დაახლოებით, 10 მილიონს შეადგენს. ეგრეთწოდებული სამთა „თეორია“, უპირობოდ ითვალისწინებს მეგრული, ლაზური და სვანური ენებისა და ამ ენებსე მოსაუბრე 10 მილიონამდე ადამიანის აღგვას და გაქრობას პირისაგან მიწისა. ეს კი მხოლოდ მასშტაბებში ჩამორჩება ჰიტლერელი ფაშისტების ნახელავს. აი, ამიტომაც არის ტ. ფუტკარაძისა და მისი ამფსონების ანტიმეცნიერული „თეორია“,– უაღრესად შოვინისტური, იდეურად მეტისმეტად საშიში და აშკარად ფაშისტური თეორია. განსაკუთრებით სამწუხაროა ის, რომ ამ თეორიას ბინა დაუმკვიდრებია საქართველოს მართმადიდებლურ ეკლესიაში, კერძოდ საპატრიარქოში, ე. წ. ენათმეცნიერების განყოფილების სახით, მიტროპოლიტი ანანიას თავკაცობითა და მფარველობით. უმორჩილესად გთხოვთ, უწმინდესო და უნეტარესო, დაუყოვნებლივ აღკვეცოთ საპატრიარქოში ცხვრის ტყავში გახვეული მგლების, იგივე მეგრელთმოძულე, ადამიანთმოძულე, ქრისტეს მცნების უარმყოფელი სატანისტების არსებობა! გევედრებით, მუხლებზე დაჩოქილი მონა თქვენი, აარიდეთ სრულიად საქართველოს მოსალოდნელი უბედურება, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება! კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას კადნიერებისათვის, უწმინდესო და უნეტარესო! უაღრესი კრძალვით, მოწიწებითა და თქვენი დიდი კეთილდღეობის სურვილით.
მამანტი ძაძამია. პროფესორი, აკადემიკოსი. წალენჯიხა, ეწერი. 5 სექტემბერი, 2012 წ.
|
ნანახია: 1290 |
დაამატა: ოდორია
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
| |
 | |  |
|
|