Free image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.Ge
საიტის მენიუ
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ძებნა
ფეისბუქის ჯგუფი
ჩანაწერების არქივი
სტატიის ამობეჭდვა
www.top.ge
სტატისტიკა
მთავარი » მასალის არქივი
Free image hosting powered by PicZ.Ge
აფხაზეთში არის საინტერესო დასახელების ტოპონიმი მოქვი. ოჩამჩირის რაიონი. მრავალი მკვლევარი მუშაობს ამ ტოპონიმზე, მიუხედავად ამისა, ჯერ ტოპონიმის მართებული გაშიფვრა ვერ მოხერხდა. მოქვი არის სოფელი, ასევე მდინარე,სოფელში დგას მოქვის ტაძარი. ხუროთმოძღვრების ძეგლი – საკათედრო ტაძარი. ააგო აფხაზთა მეფე ლეონ III-მ (957–967). ტაძარი სამნავიანია, ტაძარს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონია, რასაც გვიდასტურებს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები.საყოველთაოდ ცნობილია მოქვის სახარება. როგორც თავიდან აღვნიშნეთ, ტოპონიმის მართებული და დამამტკიცებელი ახსნა არ გვაქვს. ყოველი მეცნიერი ცდილობს სათავისოდ გამოიყენოს ესა თუ ის ახსნა. ოჩამჩირის რაიონია და ყველანაირად უკავშირდება ის სამეგრელოს, ამას აქაური, უამრავი ტოპონიმი გვიდასტურებს,მკვლევარები კარგს იზამენ, თუ ტოპონიმს კარგად დააკვირდებიან ,მიხვდებიან, რომ მისი ამოკითხვა არც თუ ისე ძნელია. აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მეგრული ენის მონაცემები, რადგან ჩვენი აზრით, ტოპონიმი მეგრულია. დღეს საქართველოში ტენდენცია სულ სხვაა, გეგმაზომიერად ცდილობენ მეცნიერები მეგრულ-ზან ... კითხვის გაგრძელება »
Views: 1170 | Added by: ოდორია | Date: 06 ნოემბერში 13 | Comments (0)

Free image hosting powered by PicZ.Ge
,ვით დედა-მტკვართან ჭოროხს და ენგურს,
რიონს და ტეხურს, იორს და არაგვს,
აგრეთვე ენას, - ქართულთან მეგრულს,
ხმის ამოიღოს უფლება არ აქვს...
თქვენ დუშმანს სიტყვა უქციეთ საქმედ,
თქვენ სხვა აღძარით თქვენ მარტივ გლეხში;
ვაი სირცხვილო, რუსთველი თარგმნეთ, -
მიჯღარკ-მოჯღარკეთ ქართული ლექსი"

მურმან ლებანიძე

„ვაი, შური საყვარელი,
ღურა მუში მამარდა რე:
რინაშ ნება ქორდასნი
ქიანა მუში მაფართა რე“.
„ხალხური“

„ვაი სულო, საყვარელო,
სიკვდილი რაოდენ მადლია,
ყოფნის ნება რომ იყოს,
ქვეყანა რაოდენ ფართოა“

ძველი და უძველესი აღმოსავლური ტექსტები: ინდური, ტიბეტური, ჩინური, იაპონური ასე იშიფრება და ასე იშიფრებოდა მუდამ, მაგრამ შენგან განსხვავებით, არავის არასოდეს არ უთქვამს, ისინი გადავყაროთო.
XX საუკუნის ადამიანები, თავიანთი საქმეების სხვებზე უკეთესად მცოდნენი, ერთმანეთს შენობით მიმართავდნენ და მეც, მოწყალეო ხელმწიფევ, მომეცი ნება მოგმართო შენობით და არა თქვ ... კითხვის გაგრძელება »
Views: 1799 | Added by: ოდორია | Date: 13 ივნისში 13 | Comments (0)

Free image hosting powered by PicZ.Ge
დარწმუნებული ვარ, მკითხველი გაოგნდება ამ სათაურის წაკითხვის შემდეგ, არც ისაა გამორიცხული, რომ ამის ავტორს, ანუ მე გიჟადაც ჩამთვლიან, თუმცა მერწმუნეთ, სტატიის წაკითხვისთანავე შეიცვლით აზრს. და მაინც:
– რა შუაშია წარღვნა?! ან როდის მოხდა ის?! ან ჩვენ როგორ გადავრჩით?!
საქმეც ის არის ჩემო ძვირფასებო, რომ წარღვნა მართლაც მოხდა, თუმცა ეს წარღვნა 2000 წელს ადამიანების სახით მოგვევლინნენ და მსოფლიოს განადგურებას დღემდე არ ეშვებიან, მსოფლიოში კი მართლაც რომ მსოფლიო ენებს, მეგრულ–ლაზურ–ჭანურს, ხოლო ამ ენებს თავსდამტყდარ "წარღვნაში" მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძეს, "მეცნიერ" ტარიელ ფუტკარაძეს, აფხაზური ენის "სპეციალისტ" თეიმურაზ გვანცელაძეს, ჯაბა იოსელიანის და ასევე მისი ყოველი მოსაზრების მიმდევარ როზეტა გუჯეჯიანს, ერთ დროს ჭანურის ენად მქადაგებლის და აწ უკვე ჭანური დიალექტის სპეციალისტ რევაზ შეროზიას და ასევე "ენათმეცნიერ" მანანა ტაბიძეს ვგულისხმობ. ეგ ექვსი ადამიანი?! ძალ–ღონეს არ იშურებენ ამ ენების გასანადგურებლად, რატომ, რისთვის და ვისი დავალებით იღწვიან ასე გაურკვეველია, თუმცა... ... კითხვის გაგრძელება »
Views: 1344 | Added by: ოდორია | Date: 12 მარტში 13 | Comments (0)

Free image hosting powered by PicZ.Ge
როგორც ენათმეცნიერება აფასებს, ენა წარმოადგენს საგანთა სამყაროს მოდელს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ნებისმიერი ენა წარმოადგენს უნივერსალური სამყაროს თავისებურ მოდელს.
როგორც წინამდებარე ნაშრომმა თავიდან ბოლომდე წარმოაჩინა: მეგრული ენა წარმოადგენს რა უმდიდრესი ლექსიკისა და საგრამატიკო საშუალებების მქონე ენას, იგი, ამავე დროს, საგანთა სამყაროს, ანუ რაც იგივეა უნივერსალურ სამყაროს წარმოგვიდგენს ისე, როგორც ის სინამდვილეშია წარმოდგენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ, მეგრულის სიტყვები არა მხოლოდ და არა უბრალოდ აღნიშნავენ საგნებს, საგანთა მოქმედებებსა და მოვლენებს, არამედ ყოველივე ამას წარმოგვიდგენენ საგანთათვის დამახასიათებელი ნიშან–თვისებების წარმოჩენით, ასევე–საგანთა შორის მიმართებების წარმოჩენით და ა. შ . ეს განსზაღვრავს იმას, რომ მეგრულის სიტყვათა აბსოლიტურად უდიდესი ნაწილი, პირდაპირი შესატყვისებით უთარგმნელია, ხშირად კი სრულიადაც უთარგმნელია, სხვა ენებზე, მათ შორის საერთო ქართულ ენაზეც კი. ამგვარი სიტყვების ძალზე დიდი ნაწილი ნაშრომში კონკრეტულად გაანალიზებულ–განხილულია. აქ ნიმუშად მხოლ ... კითხვის გაგრძელება »
Views: 1214 | Added by: ოდორია | Date: 08 იანვარს 13 | Comments (0)

Free image hosting powered by PicZ.Ge
უწინარეს ყოვლისა, ღმერთს ვთხოვ მაპატიოს, თუ რამეს ვცოდავ!
უწმინდესო და უნეტარესო!
წინასწარ გილოცავთ დაბადების მე–80 და აღსაყდრების 35–ე მოახლოებულ წლისთავს და გისურვებთ მრავალი წლის ჯანმრთელ, ბედნიერ სიცოცხლეს ქართველი ერის შემწედ და იმედად.
გთხოვთ პატიებას, რამე თუ, გაწუხებთ საერო–ქართულ ინტერესებთან დაკავშირებულ ფრიად საჭირბოროტო საკითხე.
გვჯერა თქვენი, როგორც საქართველოში სულიერების გადამრჩენისა, ეკლესიათა აღმაშენებლისა და ღვთის უპირველესი მსახურისა. გვწამს, ჯეროვნად განსჯით ჩვენს კადნიერებას და ყურად იღებთ თხოვნას დაყენებულ საკითხთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, მაღალმა ღმერთმა შექმნა მთელი სამყარო, მათ შორის, პლანეტა დედამიწა, ადამიანი, ხალხები და ენები. მანვე მოავლინა დედამიწაზე თავისი პირმშო – იესო ქრისტე, რომელიც ეწამა ცოდვილი კაცობრიობისათვის და რომელმაც სულთმოფენობაზე ბრძანა, რომ ბიბლია თარგმნილიყო ყველა ენაზე, რათა ყველა ენაზე ექადაგათ ქრისტიანული სარწმუნოება და არც ერთი ენა არ გამქრალიყო დედამიწიდან.
რასაკვირველია, გვჯერა, რომ ღვთისგ ... კითხვის გაგრძელება »
Views: 1289 | Added by: ოდორია | Date: 08 ნოემბერში 12 | Comments (0)

Free image hosting powered by PicZ.Ge
ანზორ შონია: ქართველ ისტორიკოსებს ვუსაყვედურე საქართველოს სრულყოფილი, ობიექტური ისტორიის უქონლობა, რაც, ეტყობა, შეურაცხყოფად მიიღეს

ავტორი ეხმაურება “საქართველოს რესპუბლიკაში” 29 მაისსა და 1 ივნისს გამოქვეყნებულ წერილებს

გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” (393, 20. I. 2010 წ.) გამოქვეყნდა ჩემი წერილი, რომელშიც გავიზიარე ბატონ შოთა ზოიძის აღშფოთება, რომ პრეზიდენტის ნათქვამმა – “ქართველობა სომხურ ეთნოსს ნიშნავსო” ჩაუშხამა ბათუმელებს შოთა რუსთაველის ბიუსტის დადგმის სიხარული.

იქვე გამოვთქვი გაკვირვება, რომ ბატონ შოთას, ფილოლოგიის დოქტორს, ამ გამოთქმამ რატომ არ გაახსენა უფრო ამაზრზენი რამ, რაც წერია “ქართლის ცხოვრების პირველ ნაწილში, უფრო ზუსტად, თავამდე – “შემოსვლა ალექსანდრესი” და ჩამოვთვალე, თუ რა მიმაჩნდა ქართველი ხალხის საშინელ შეურაცხყოფად:

- თარგამოსმა თავისი შვილიდან ყველაზე ჭკვიანს, ვაჟკაცს, უფროს შვილს ჰაოსს მისცა სამფლობელოს უკეთესი ნახევარი, ხოლო დანარჩენ 7 შვილს მეორე ნახევარი.

- ჰაოსი შვიდივე ძმის განმგებელი იყო და ... კითხვის გაგრძელება »
Views: 1392 | Added by: ოდორია | Date: 06 ოქტომბერში 12 | Comments (0)

Free image hosting powered by PicZ.Ge
,, შუშანიკის წამებაში" ქართლად არ იხსენიება მთელი აღმოსავლეთ საქართველო, არამედ ერთი ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი. ერთი პროვინცია, რომელიც ჰერეთის მოსაზღვრედ ჩანს და იმ დროს სპარსეთს ემორჩილება, თუმცა ნომინალურად ის იბერიის ნაწილს შეადგენს. ეს არის ჩვენი მერმინდელი დროის სომხითი, როგორც სამართლიანად ფიქრობს კორნელი კეკელიძე. შუშანიკის მარტვილობაში ქართლის მეფე, სრულიად არ იხსენიება. ვარსქენი სპარსეთის მეფის სრულს განკარგულებაშია. უკანასკნელი იწვევს მას თავის კარზე, ჰგზავნის ჩორდში (დარუბანდში), აომებს ჰუნებთან და სხვა. იმ დროის ჰერეთი და ქართლი ნომინალურად იბერთა სახელმწიფოს ეკუთვნოდა. თუმცა ირანს ემორჩილებოდა."

ექვთიმე თაყაიშვილი
Views: 1373 | Added by: ოდორია | Date: 28 სექტემბერში 12 | Comments (0)

Free image hosting powered by PicZ.Ge
საინტერესო და უთუოდ აღსანიშნი ტერმინებია ქართულის სადამწერლობო სიტყვები.ამას ყველაზე ადრე ყურადღება მიაქცია შოთა ძიძიგურმა.ქართულ ენაში,და ზოგად ქართველურში, მთლიანად დაცულია მომენტი, იმ დროისა,როდესაც ქართველები წერდნენ მყარ მასალაზე,ამიტომ დამწერლობა, ტერმინი მოითხოვს გაშიფვრას. ძიძიგურის აზრით ყველა ეს ტერმინი ქართველური წარმოშობისაა,და იგი არაა ნასესხები. ეს დიდად საჭირო და დამაფიქრებელი ფაქტია.
წერ-ა.
მ-წერ-ლობა.
დამ-წერ-ლობა.
მ-წერ-ალი.
წერ-ტილი.
წიგნი.
ყველა ეს სიტყვა, სემანტიურად უკავშირდება ჭრას,ამოკვეთას,ამოფხეკვას, ქართული ზმნა წერა ეთანაბრება ამოჭრას ამოკაწვრას. ეს იმაზე მიგვანიშნებს,რომ ქართული ანბანი ხაზობრივი სისტემით იწერებოდა. ძირითადად მაგარ მასალაზე, რადგან ეს უძველესი პერიოდია, რბილ მასალაზე ჯერ კიდევ არ არის საუბარი. ამიტომ საგანი, მასალა, რომ გამოყენებულყოფილიყო მასზე დაწოლითი ხასიათის ამოკაწვრითი სამუშაო უნდა ჩაეტარებინათ. რა გვაძლევს ამის თქმის უფლებას? ქართულ ენაში ერთ– ერთ სამუშაო იარაღს წერაქვი ეწოდება. ანუ წერ ... კითხვის გაგრძელება »
Views: 1306 | Added by: ოდორია | Date: 26 სექტემბერში 12 | Comments (0)

Free image hosting powered by PicZ.Ge
,ჩვენ რომ დღეს სამეგრელოს ვეძახით საქართველოს ტერიტორიას ცხენისწლიდან ენგურამდე, არის ჩვენი ეროვნული ისტორიის არცოდნის გამოვლინება.ეს ტერიტორია გახლავთ მხოლოდ ნაწილი ისტორიული სამეგრელოსი. დავიწყოთ იმით, რომ სამეგრელოს სამეფოსსა ზღვარს ჩრდილო–დასავლეთით, ისტორიის გარკვეულეტაპებზე, შეადგენდა მდინარე ყუბანი.
მეორესაუკუნის ძვ. ბერძენი ისტორიკოსი არია ნენიკოპსიას (დღევანდელი ტუაფსე) მოიხსენიებს “ძველილაზიკე”–სსახელით.ამასვე იმეორებსმე-V საუკუნის ანონიმი გეოგრაფი პერპილუსში, სადაც აღნიშნულია, რომ შავიზღვის სანაპიროზე, ლაიასკონცხის ჩრდილოეთით, მდებარეობს პუნკტი “ძველი ლაზიკა”
მდ. ყუბანის რაიონი რომ ოდიდგან კოლხეთის გავლენის სფეროს წარმოადგენდა,ეს ტრადიცია გრძელდებოდა აბხაზეთის (სამეგრელოს) სამეფოს შექმნისშემდგომაც მე–XVII საუკუნემდე.
(ი.ჯავახიშვილი ტ. III გვ. 328), “ბარბაროს სიტყვებით განთითქოსისე გამოდის, რომ სამეგრელოს მთავრის სამფლობელო კავკასიონის ქედამდის აღწევდა. ის ამტკიცებს, რომ ჩრდილოეთით საბედიანოს ჩერქეზეთის მთაგრეხილი საზღრავდა.”
(გ.გოგია) “1559 წელსდ. ... კითხვის გაგრძელება »
Views: 1067 | Added by: ოდორია | Date: 26 სექტემბერში 12 | Comments (0)

Free image hosting powered by PicZ.Ge
,მეგრული ზმნები საოცარი უნიკალურობით და უნივერსალობით რომ გამოირჩევა და ამავე დროს, მეგრულ ენას უზარმაზარი ლექსიკური მარაგი, რომ გააჩნია, ეს განპირობებულია იმით, რომ ეს ენა მოდის ძალიან შორეული ათასწლეულებიდან. თიხის ფირფიტებზე წერია, რომ ძველ წელთაღრიცხვამდე. სამიათას ასოთხმოცდათორმეტ წელს მეფე ანმარემ, სადაც მდინარე პურუნანს ერთვის მდინარე ზაბი, დედამიწის ცენტრად დააფუძნა კოლხა. ან– მარეს სურდა ცის კიბით ღმერთთან ასულიყო. ებრაელებმა ანმარეს უწოდეს ნიმროდი. ეს ებრაულ ენაზე ნიშნავს მეამბოხეს. ძალაუფლების მოყვარემ სომეხთა მეფემ არამემ ღალატით მოკლა ან–მარე. ამის შესახებ მასალები გამოქვეყნებული აქვს ნათელა ფოფხაძეს. კოლხა მოხსენიებულია ბიბლიაში და ასევე ყურანშიც. ამ ხალხის განსახლება ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა. ამ დროს კოლხურ ცივილიზაციას ინტენსიური სოციალ– ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირი ჰქონდა უძველესი დროიდანვე მეზობელი ქვეყნების ხალხებთან. მეტალურგიის შემოღება, ნაოსნობა, კოლხური ფულის მოჭრა ენობრივი აზროვნების მაღალ დონეზე მიუთითებს. ტერიტორიულად საუკუნეთა მანძილზე მცირდე ... კითხვის გაგრძელება »
Views: 911 | Added by: ოდორია | Date: 25 სექტემბერში 12 | Comments (0)

1 2 3 »
სლაიდ შოუ
მარტვილი
ტობა ვარჩხილი
მუსიკა
გააზიარე
google ძიება
Copyright MyCorp © 2025Free web hosting - uCoz