|
 | |  |
| მთავარი » 2012 » სექტემბერი » 04
ეტიმოლოგიურად რგვასთან დაკავშირებულ რგ კომპლექსიანი ძირების სიძველეზე მეტყველებს საქართველოს ზოგიერთი ტოპონიმი და ჰიდრონიმი. მაგ. თუ მეგრ. ო ქართ. სა-ს შესატყვისი პრეფიქსია, რგ ჩვენთვის ცნობილი რგვა-თესვის აღმნიშვნელი ოდინდელი ძირი, თი სახელი სამოსახლოს, ადგილის, ყანის სემანტიკით, მაშინ ტოპონიმი ერგეტა მომდინარეობს ორგეთა>ორგე+თა `სარგავი’’ ადგილიდან: ორგეთა>ერგეთა>ერგეტა; ტოპ. Gგალი მომდინარეობს ო-რგალი `სარგავი’’-დან (ო პრეფიქსი და თავკიდურა რ ბგერა დაკარგულია). ტოპ. ჯგალ-იც იგივე გენეზისისაა, ოღონდ აქ რ აფრიკატიზებულია ჯ-დ (შდრ. Yყური>ყუჯი, პირი>პიჯი). ჯგალის წინაფორმა რგალ-ის თავკიდურა რგ იმგვარადვეა შეცვლილი, როგორც გიორგ- ი>გერგე>ჯგეგე საკუთარი სახელებში. პრეფიქსი ო და სუფიქსები უ, ე, უე სიტყვებს _ ორგუ, ორგე, ორგუე აძლევს ერთ (სარგავის) მნიშვნელობას. მეგრ. თი და თა სინონიმებია, ამიტომ ორგ-ე-თა და ორგ-ე-თი იგივეა რაც ორგუ- თი და ორგუე-თი სარგავი ადგილის მნიშვნელობით.მეგრულ უ-ს ხშირად ცვლის ქართ. ვ. მაგ. თქუ>თქვა, შუ>სვა, ულა>სვლა და ა.შ. მ.ე. ო-რგ-უე-თი>არგუე- თი>არგ-ვე-თი (ტოპონ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ტიტანური შრომა კარგა ხანია კაცობრიობამ დაიწყო საუბარი კოლხური ცივილიზაციის შესახებ. იყო დრო, როცა ამ საკითხზე, გარკვეული მიზეზების გამო, კრინტსაც ვერავინ ძრავდა, შემდეგ _ მოკრძალებულად ალაპარაკდა ზოგიერთი. დღეს კი სერიოზული და სოლიდური მეცნიერული გამოკვლებიც გამოჩნდა, და მარადიული ბურუსიდან თანდათანობით ამოდის ძლევამოსილი ისტორია. სრულიად აშკარაა, რომ კაცთა მოდგმის ყოველგვარი ცივილიზაციის საწყისი და ამ საწყისის საწყისიც, ენა გახლავთ... ენა რომლის წარმომავლობის დადგენა საუკუნეთა მანძილზე სანუკვარი ოცნება იყო კაცობრიორისათვის. ეს ყველას მიუწვდომელი ეგონა. დღეს ჩვენს წინაშეა მამანტი ძაძამიას, ცირა ძაძამიასა და ვლადიმერ ვახანიას “მეგრული ენის ლექსიკა და სიტყვათწარმომავლობა”, უდავოდ ტიტანური შრომა, რომელმაც გახსნა ენის წარმოშობის საიდუმლოება და ქვეყნიერებას ამცნო, რომ ადამიანს ბუნებამ თვითონ წარმოაქმნევინა საკუთარი ენა, სრულიად ბუნებრივი გზით. მეგრული სიმღერების ჯადოსნურობა და ღვთაებრიობაც, მსოფლიოს ასე რომ აოცებს, მეგრული ენის სიდიადეში მდგომარეობს. რამდენი ხანია ქართვე
...
კითხვის გაგრძელება »
|
წიგნი ენის წარმოშობის საფუძვლების შესახებ ცნობილი ფილოლოგების მამა-შვილი მამანტი და ცირა ძაძამიების, მეცნიერებათა დოქტორ ვლადიმერ ვახანიას შვიდტომეული “მეგრული ენის ლექსიკა და სიტყვათწარმომავლობა“ ენეთმეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურ და საინტერესო საკითხთაგანს ეხება. მოცემულ შვიდტომეულს წინ უძღოდა და საფუძვლად დაედო მამანტი და ცირა ძაძამიების 2600-მდე საენათმეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 8 მონოგრაფია. ვფიქრობ, წინამდებარე შვიდტომეული წარმოადგენს, ყველა ამ ნაშრომის შეჯამებას, ამჯერად უკვე მ. ძაძამიას, ც. ძაძამიას და ვლ. ვახანიას ავტორობით. შვიდტომეული მეტად საინტერესოდაა დაწერილი. მასში ბევრი რამ, ალბათ, საკამათო იქნება, იგი არაერთგზის გახდება საჯარო მსჯელობის ობიექტი, რაც უდავოდ შეუწყობს ხელს ჭეშმარიტებასთან მიახლოებას. შვიდტომეული სერიოზული, დიდი ფიქრისა და შრომის შედეგია და ნამდვილად იმსახურებს მასზე დაფიქრებას, მის ავტორთა აზრების კვალდაკვალ დაინტერესებული მკითხველის დინჯად გავლას, ამ გზაზე დანახული ღირსებისა და ნაკლის ერთმანეთთან შეჯერების მიზნი
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
| |
 | |  |
|
|