|
 | |  |
| მთავარი » 2012 » სექტემბერი » 12
,, ბილბაო გაგიგონიათ თქვენ, და, ბასკეთი. ბილბაოში გაკვეთილზე შედის მასწავლებელი, მოითხოვს ჟურნალს და კითხულობს მოსწავლეების სიას: ასკურეა, აჩობია, ალანია, ზარანდია, დანელია... 10 მეგრული გვარი შუაგულ ბასკეთში. მერე კითხულობს რა გვაქვს დღეს გაკვეთილად? ბრუნვაო ეუბნებიან. მითხარით რამდენი ბრუნვაა ბასკურში?9 ბრუნვა გვაქვსო მიუგებენ მოსწავლეები. ჩვენს გარდა ამდენი ბრუნვა რომ ჰქონდეს ასეთი ხალხი თუ მოიპოვება სადმეო. მხოლოდ საქართველოში კავკასიაშიო. დღეს 7 ბრუნვა გვაქვს მაგრამ თავიდანვე ხომ 9 იყო. მაგ ავთანდილ გადინადირა. ავთანდილ არის– სახელობითით ხომ ვიწყებთ ჩვენ,– წრფელობითი ბრუნვა. რითი ვგავართ კიდევ ჩვენ ქართველებსო? მოთხრობითი ბრუნვითო (აქტივი ქვია ბასკურში ბრუნვას) ჯერ ერთი მოთხრობითი ბრუნვა თუკი აქვს ვინმეს მსოფლიოში, რაღაცა ნათესაობა აქვთ ქართველებთან. ქართველების გარდა მოთხრობითი ბრუნვა დედამიწის ზურგზე არავის არა აქვს. მოთხრობითი ბრუნვა როგორც ლინგვისტური მოვლენა არის ბასკურში, მას არათუ ბრუნვა ბრუნვის ნიშანიც გააჩნია კერძოდ მეგრული ქ. მეგრელი იტყვის კოჩი–ქ – კაცმა , ბასკი იტყვის
...
კითხვის გაგრძელება »
|
_"ქართ" არის უძველესი ტოპონიმი, რომელიც გვხვდება მთლიანად ევროპის და წინა აზია-მესოპოტამიის ტერითორებზე. _უძველეს შუმერულ ქვეყანას ერქვა "ქარდუნია(შ)", იგივე "ქართ-დუნია", ანუ "ქართ-ქვეყანა" - მეგრულად "დუნია" ქვეყანას ნიშნავს, კელტურად კი "დუნი" ციხე-ქალაქსაც ნიშნავდა, ხოლო "დუნუმ" ქვეყანას. ქვეყანა "ქარდუნიას" მეორენაირად ქვია "ბაბილონია". ქალაქ "ბაბილონს" კი ადრე ერქვა აგრეთვე "ქადინგირი", რომელიც დაარსეს "ამორებმა" (ანუ ა-მარებმა). _არარატის მთას ეწოდებოდა "კარდუს" მთა, ანუ "კართ-დუნიას"-"ქართ-ქვეყნის" მთა. ძველ სომხურში "კორდუკ" ქართველთა აღმნიშვნელი ეთნონიმია. "ქასიტებიც" თავის თავს ეძახდნენ "კორდუნიაშს". მეგრულად "ქართველი" არის "ქორთუ". _არამეულში "ქართ" ნიშნავს ციხესაც და ქალაქსაც. ასევე ხურიტულში, ციხესაც და ქალაქსაც ქვია "არდ", რაც "ქართის" ერთერთი ფორმაა. ძველ ქართულში "არდი" აგრეთვე ნიშნავდა მზეს. სიტყვა "ქართა" მეგრულში აღნიშნავს მთვარის და მზის შარავანდედს, იგივე ნათლის გვირგვინს. "ქართამი" კი ნიშნავს გვირგვინოსანს, რაც ასახულია მცხეთის მეფეების ტიტუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
აია კოლხეთის უძველესი სახელია. არგონავტების მითში ქვეყანა, სადაც არგონავტებმა ლაშქრობა ჩაატარეს ეწოდება აია. მეცნიერთა აზრით, “არგონავტების მითის პირველი სახე უნდა შექმნილიყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სახელი “კოლხიდა” არ არსებობდა და ამ მხარეს რაღაც სხვა ერქვა (შეიძლება გაია, აია: მიწაქვეყანა)”[1], ხოლო საბერძნეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული ბერძნები და მას “პელაზგია” ეწოდებოდა ადგილობრივ მკვიდრთა “პელაზგების” მიხედვით (ჰეკატემილეტელიდასხვამრავალიავტორი)”[2]. ჰომეროსის (ძვ.წ. IX-VIII სს.) “ოდისეა” წარმოადგენს უძველეს ბერძნულ წყაროს, სადაც მოხსენიებულია კოლხეთი სპირვანდელი სახელწოდება “აია” და რომელშიც აირეკლა ჰომეროსამდელი წარმოდგენა ბერძნებისა კოლხეთზე[3]. ჰომეროსმა არ იცის სახელი კოლხეთი, მაგრამ მის მაგივრად ახსენებს “აიას”. “ოდისეაში” გეოგრაფიული სახელი “აია” მოხსენიებულია სამ ადგილას (ჰომეროსი, სიმღერა X, XI, XII). “ოდისეას” მიხედვით, “აიაიე” მდებარეობს აღმოსავლეთით, იქ, სადაც მზის ღმერთი ჰელიოსი აღმოსვლას იწყებს: “როს ოკეანის მდინარებას გასცდა ხომალდი,
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
| |
 | |  |
|
|