|
 | |  |
| მთავარი » 2012 » სექტემბერი » 12 » აიას სამეფო
|
აია კოლხეთის უძველესი სახელია. არგონავტების მითში ქვეყანა, სადაც არგონავტებმა ლაშქრობა ჩაატარეს ეწოდება აია. მეცნიერთა აზრით, “არგონავტების მითის პირველი სახე უნდა შექმნილიყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სახელი “კოლხიდა” არ არსებობდა და ამ მხარეს რაღაც სხვა ერქვა (შეიძლება გაია, აია: მიწაქვეყანა)”[1], ხოლო საბერძნეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული ბერძნები და მას “პელაზგია” ეწოდებოდა ადგილობრივ მკვიდრთა “პელაზგების” მიხედვით (ჰეკატემილეტელიდასხვამრავალიავტორი)”[2]. ჰომეროსის (ძვ.წ. IX-VIII სს.) “ოდისეა” წარმოადგენს უძველეს ბერძნულ წყაროს, სადაც მოხსენიებულია კოლხეთი სპირვანდელი სახელწოდება “აია” და რომელშიც აირეკლა ჰომეროსამდელი წარმოდგენა ბერძნებისა კოლხეთზე[3]. ჰომეროსმა არ იცის სახელი კოლხეთი, მაგრამ მის მაგივრად ახსენებს “აიას”. “ოდისეაში” გეოგრაფიული სახელი “აია” მოხსენიებულია სამ ადგილას (ჰომეროსი, სიმღერა X, XI, XII). “ოდისეას” მიხედვით, “აიაიე” მდებარეობს აღმოსავლეთით, იქ, სადაც მზის ღმერთი ჰელიოსი აღმოსვლას იწყებს: “როს ოკეანის მდინარებას გასცდა ხომალდი, აიაიასთან მიგვაბრუნეს ტალღებმა ზღვისა, სად ცისკრის მაცნე ეოსს ბინა აქვს და სად არის აღმოსავალი, საცეკვაო ჰელიოსისა” (ჰომეროსი, სიმღერა XII, 1-4;)[4].
ანტიკური ხანის მწერლები ჰელიოსის სასახლეს აიეტის ქვეყანაში ათავსებენ. ასე მაგალითად, ბერძენი პოეტი-ელეგიკოსი მიმნერმე (ძვ. წ. VII-VI სს.) თავის კრებულში “ნანო” აღნიშნავს, რომ ჰელიოსის სხივები აიეტის ქალაქში (ანუ აიაში), ოქროს დარბაზში ძევს. იგი წერს: “აიეტის ქალაქი. აქ ჰელიოსის სხივები ძევს ოქროს დარბაზში, ოკეანეს სანაპიროზე, სადაც წარემართა ღვთაებრივი იასონი”[5]. ამ ფრაგმენტიდან ნათლად ჩანს აია სმდებარეობა – “ოკეანის სანაპიროზე”, რაც შავი ზღვის სანაპიროზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ანტიკურ წყაროში შავი ზღვა ოკეანედ მოიხსენიება. ოდისეაში მოხსენიებულია აგრეთვე კირკეს კუნძული აიაიე (ე.ი. აიასადმი განკუთვნილი): “აიაიეს მივაღწიეთ, სად კირკე მკვიდრობს, მძლავრი ქალღმერთი, კაცური ხმით მოლაპარაკე. იგი და იყო ავის მზრახველ აიეტ მეფის” (ჰომეროსი, სიმღერა X, 135-137;)[6] ანტიკური ტრადიციის მიხედვით, კირკე აიას მეფის აიეტის დაა. მეცნიერთა აზრით, კირკეს კუნძულის სახელწოდება “აიაიე” აიას კუთვნილს, მის ნაწილს აღნიშნავს და მისი მდებარეობა იქვე, აიეტის ქვეყანაში ივარაუდება (რ. გორდეზიანი)[7]. “ოდისეაში” მოხსენიებული “აია”, რომ ბერძენ მწერლებს ჩვეულებრივ კოლხეთის ტერიტორიაზე არსებულ ქვეყნად მიაჩნდათ, ამას ადასტურებს ევსტათი თესალონიკელი (XII ს.). “ილიადისა” და “ოდისეას” კომენტარებში იგი აღნიშნავს, რომ ჰომეროსი “კოლხიკეს” ნაცვლად აიას ხმარობს როგორც ადგილის აღმნიშვნელ სახელწოდებას. იგი წერს: “ამით ამბობს პოეტი (ჰომეროსი)… “აიაიე” კოლხიკეს ნაცვლად ადგილობრივი სახელის მიხედვით. აია ხომ კოლხიდის ქალაქია. სხვებთანაც და ლიკოფრონთანაც მის მოქალაქეს ჰქვია აიელი, ხოლო ქალს ჰქვია აიაია. ხოლო კირკეს კუნძულს “აიაია” იმავე კირკეს გამო… ხოლო გეოგრაფოსი ამბობს “აია” ქალაქიაო ფასისთან, ამით იმას ამბობს, რომ ამ კოლხური აიას მახლობლად არის აგრეთვე კირკესკუნძული “აიაიე”. გმირი აიეტიც ამავე აიასგან იწოდება ამ სახელითო, ამტკიცებენ ძველები[8]. აიას კოლხეთთან აიგივებს და ქვეყნის უძველეს სახელად მოიხსენიებს ჰეროდოტე. აღსანიშნავია, რომ იგი თავის “ისტორიაში” სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილს მისი ძველი და ახალი სახელებით იხსენიებს, მაგ., პითო-დელფო, რომელშიც “პითო” წარმოადგენს “დელფოს” პირვანდელ სახელს. ასევე, აია-კოლხიდაში “აია” ნიშნავს “კოლხიდის” უძველეს სახელს[9]. ჰეროდოტე წერს: “გრძელი ხომალდით მოსცურეს აია – კოლხიდაში, მდინარე ფასისთან”[10]. “ესენი (ე.ი. არგონავტები) მიცურავდნენ აიაში, კოლხიდაში, საწმისისათვის”[11]. აქედან გამომდინარე, ჰეროდოტეს მიხედვით, მის დროინდელ “კოლხიდას” წინათ, არგონავტების მითის შექმნის პერიოდში სახელად “აია” ერქვა[12]. ჰეროდოტეს მსგავსად, აპოლონიოს როდოსელის “არგონავტიკაში” “აია” “კოლხეთის” სინონიმია და არაქალაქი. აპ. როდოსელი წერს: “კოლხეთ-აია ხომ კიდეშია, სადაც თავდება ზღვა და ხმელეთი”[13]. იქვე: “აიეტ მეფის კოლხურ ხომალდით გასცდნენ აიას ქვეყნის ნაპირებს და გაეშურნენ ქალაქ ორქომენს[14]. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ “არგონავტების” სქოლიასტები “აიას” ქალაქად მოიხსენიებენ. ანტიკური და ბიზანტიური ხანისზოგიერთი მწერალი “აიას” ქალაქად მიიჩნევს, რამაც ხელი შეუწყო შეცდომის დამკვიდრებას ლიტერატურაში[15]. ძვ. წ. VIII საუკუნის ეპიკოსი პოეტი ევმელიოს კორინთელი “კორინთიკაში” წერს: “აია კოლხეთის ქალაქია”[16]. ძველი ბერძენი მწერალი ლიკოფრონი (ძვ. წ. IV-III სს.) აიეტს “აიასა და კორინთოს მრისხანე გამგებელს” უწოდებს[17]. ამ ცნობით, აია კორინთოს დარი, ე.ი. ორივე ქალაქია. სქოლიასტებიც ასე განმარტავენ: აია კოლხიდის ქალაქია[18]. სტეფანე ბიზანტიელის (VI ს.) “ეთნიკაში”: “აია კოლხთა ქალაქია, აიეტის მიერ დაფუძნებული, ზღვისგან მოშორებული სამასი სტადიონით; მას ჩამოუდის ორი მდინარე: ჰიპსოსი და კვიანეოსი, რომლებიც [ქალაქს] ნახევარკუნძულადჰქმნიან[19]. ევრიპიდე (ძვ. წ. 480-406 წ.წ.), ლიკოფრონ ქალკიდეკელი (ძვ. წ. IV-III სს.) და იოანე ცეცეც (XII ს.) აღნიშნავენ “კოლხთა აიას”[20];[21].
ლიტერატურა:
[1] გ. გოზალიშვილი, მითრიდატეპონტოელი, გვ. 8-9, თბილისი, 1965 წ. [2] გ. გოზალიშვილი, მითრიდატეპონტოელი, გვ. 8-9, თბილისი, 1965 წ. [3] ჰომეროსი, ოდისეა, გვ. 53, თბილისი, 1979 წ. [4]ჰომეროსი, ოდისეა, გვ. 244, თბილისი, 1979 წ [5] ა. ურუშაძე, ძველიკოლხეთიარგონავტებისთქმულებაში, გვ. 202; თბილისი, 1964 წ [6] ჰომეროსი, ოდისეა, გვ. 214, თბილისი, 1979 წ. [7] ჰომეროსი, ოდისეა, გვ. 49, თბილისი, 1979 წ. [8] გეორგიკა, ბიზანტიელიმწერლებისცნობებისაქართველოსშესახებ, ტ. VIII, ტექსტებიქართულითარგმანითურთგამოსცადაგანმარტებებიდაურთოს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 2, თბილისი, 1970 წ [9] ჰეროდოტე, ისტორია, ბერძნულიდანთარგმნა, წინასიტყვაობადასაძიებელიდაურთოთ. ყაუხჩიშვილმა, ტ. I, გვ. 29-30, თბილისი 1975 წ [10] ჰეროდოტე, ისტორია, ბერძნულიდანთარგმნა, წინასიტყვაობადასაძიებელიდაურთოთ. ყაუხჩიშვილმა, ტ. I, გვ. 37, თბილისი 1975 წ [11] ჰეროდოტე, ისტორია, ტ. II, ბერძნულიდანთარგმნა, წინასიტყვაობადასაძიებელიდაურთოთ. ყაუხჩიშვილმა, გვ. 472, თბილის
|
ნანახია: 1108 |
დაამატა: ოდორია
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
| |
 | |  |
|
|