|
 | |  |
| მთავარი » 2012 » სექტემბერი » 16
,,მაფალუ,, არც ღალატია საქართველოსი,არც საფრთხე საქართველოს მდინარებისთვის. იგი ბუნებრივი მოძრაობაა იმ დროისა,როდესაც ყოველი ეროვნული ინდივიდუალურობა და თავისებურებაც თვით ერის ნაწილთა განმტკიცებად მიისწრაფის. ასეთ მოძრაობათა დასაწყისს ყოველთვის თანსდევს გადაჭარბება, მტრის ძებნა იქ, სადაც იგი არ არსებობს,რომ ბრძოლის ემბაზში განინათლოს ახალი იდეა,ხშირად ძმის ჩრჩოლაც, მაგრამ გაივლის დრო და ყოველივე ბუნებრივი წესით წარემდინარება, მოძრაობა იმ ნაყოფს გამოიღებს,რომლის შობად იგი იყო მიდგომილი, და ,,მაფალუც,, მით გათავდება, რომ სამეგრელო იქნება კანტონი და ორგანული ნაწილი მშვენიერი სამეგრელოს ენით, რომლის კულტურაც ბუნებრივი მოთხოვნილება და მოვალეობა იქნება ყოველი მეგრელისა და თვით სამეგრელოს კანტონისა-ქართული ენის კულტურასთან ერთად, ერთი დიდი ქართულის ძირის ორივე ამონაყარი ენის კულტურა მეგრელთა მიერ შეძენაა და არა საქართველოს კულტურული საუნჯისათვის და არა დანაკლისი,,
მიხაკო წერეთელი
|
,,მთელი ჩვენი ისტორია ქართლის მეფეებზე, ქართლის გაქრისტიანებაზე და ქართლის მწერლობაზე მოგვითხრობს. ჩვენ გვაქვს ,, მოქცევაი ქართლისაი",, ქართლის ცხოვრება" მატიანე ქართლისაი", ქართული დამწერლობა, და არა იბერთა მოქცევა, ,, იბერთა ცხოვრება, იბერთა ლიტერატურა, სხვა. ეს ყველაფერი მართალია ,მაგრამ საქმეც ის არის, რომ ჩვენამდის მოღწეული მთელი ლიტერატურა ეკუთვნის ქართლის პერიოდის ისტორიას. ქართები რ ათქმა უნდა, ქვეშევრდომნი და მონაწილენი იყვნენ იბერთა სახელმწიფოსი, იბერთა ისტორიისა, და კულტურისა. მათ ერთი და იგივე წარმართული სარწმუნოება ჰქონდათ, ერთად მიიღეს ქრისტიანობა, მაგრამ როდესაც, მეხუთე საუკუნის დასაწყისში, საფუძველი ჩაეყარა ქრისტიანულ ლიტერატურას, ეს ლიტერატურა აღმოცენდა გაბატონებულ იბერთა კილოკავზე. ხოლო როდესაც სახელმწიფოს სათავეში იბერების მაგიერ ქართები ანუ ქართლელები მოექცნენ, მათ იბერთა ლიტერატურა თანდათან გადმოაქართულეს და ქართლის კილო გახდა ქართველი ერის სალიტერატურო ენად."
ექვთიმე თაყაიშვილი
|
|
| |
 | |  |
|
|