|
 | |  |
| მთავარი » 2012 » სექტემბერი » 26 » აღსანიშნი ტერმინები
4:32 PM აღსანიშნი ტერმინები |
საინტერესო და უთუოდ აღსანიშნი ტერმინებია ქართულის სადამწერლობო სიტყვები.ამას ყველაზე ადრე ყურადღება მიაქცია შოთა ძიძიგურმა.ქართულ ენაში,და ზოგად ქართველურში, მთლიანად დაცულია მომენტი, იმ დროისა,როდესაც ქართველები წერდნენ მყარ მასალაზე,ამიტომ დამწერლობა, ტერმინი მოითხოვს გაშიფვრას. ძიძიგურის აზრით ყველა ეს ტერმინი ქართველური წარმოშობისაა,და იგი არაა ნასესხები. ეს დიდად საჭირო და დამაფიქრებელი ფაქტია. წერ-ა. მ-წერ-ლობა. დამ-წერ-ლობა. მ-წერ-ალი. წერ-ტილი. წიგნი. ყველა ეს სიტყვა, სემანტიურად უკავშირდება ჭრას,ამოკვეთას,ამოფხეკვას, ქართული ზმნა წერა ეთანაბრება ამოჭრას ამოკაწვრას. ეს იმაზე მიგვანიშნებს,რომ ქართული ანბანი ხაზობრივი სისტემით იწერებოდა. ძირითადად მაგარ მასალაზე, რადგან ეს უძველესი პერიოდია, რბილ მასალაზე ჯერ კიდევ არ არის საუბარი. ამიტომ საგანი, მასალა, რომ გამოყენებულყოფილიყო მასზე დაწოლითი ხასიათის ამოკაწვრითი სამუშაო უნდა ჩაეტარებინათ. რა გვაძლევს ამის თქმის უფლებას? ქართულ ენაში ერთ– ერთ სამუშაო იარაღს წერაქვი ეწოდება. ანუ წერა ქვაზე, უფრო ზუსტად ამოჭრა,ამოკაწვრა მაგარ საგანზე. ქართულ ენაში პროცესი ,რომელიც უხოვარ დროს მოიცავს აქ არის ჩაკირული და განსხეულებული.სხვანაირად ამის ახსნა უბრალოდ წარმოუდგენელია. წერა ანუ ჭრა. წერაქვი სამუშაო იარაღი. ამდენად, ყოველი ეს სიტყვა თავისთავადი სემანტიკაა, რომელიც გვაძლევს ფორმებს, წერტილი ასევე ამოჭრას უდრის რაღაცაზე ნიშნის დადებას. ეს ქართულ სალიტერატურო ენის მონაცემებით.ახლა ვნახოთ ამ მონაცემს როგორ ასახავს მეგრული ენა. წერა მეგრულად ჭარუაა, აქ ფონეტიურ პროცესებთან გვაქვს საქმე,მაგალითად წ– სა და ჭ–ს გადასვლა. მეგრული ჭვემა და ქართული წვიმა, მეგრული ლარჭემი და ქართული ლერწამი.ეს ორი სიტყვა მცენარის სახელწოდება კიდევ ცალკე ძალიან საინტეროსო ფორმებს გვაძლევს. ქართულის ლერწამის სემანტიური მნიშვნელობა აიხსნება მეგრული ენის ლარჭემიდან. გადახვევა გამოგვივა საკითხიდან,მაგრამ უფრო დავაზუსტებ. ლერწამი ნიშნავს სწორ, მაღალ მცენარეს,რომელიც ძალიან გამართულია, ლამაზია. ლერ არაფერს გვაძლევს, ვერ ვიგებთ თუ რას უნდა ნიშნავდეს,ქართულად წემიც თითქმის გაუგებარია.მაგრამ ახლა დავუკვირდეთ მეგრულ ენას? ლარჭემი. ლარი მეგრულად სწორს ნიშნავს, ჭემი კი ბალხს, მცენარეს. სწორი მცენარე.აქ უკვე მეგრულის დახმარებით გავარკვიეთ აღნიშნული სიტყვის სემანტიკა. თვალსაჩინოა ასევე ჭ და წ ბგერის მონაცვლეობა. ასევე სვანურში ჭემი ნიშნავს ბალახს. დღეს ეს სიტყვა მეგრულში აღნიშნავს ადამიანის თმის საფარველს, კერძოდ ბოქვენის მიდამოზე და სხვა. ასევე წ სა და ჭ გადასვლა ხდება მეგრულ წა –ში რომელიც წყალს ნიშნავს და ქართულად ჭის სახელი მეგრულში ინჭაა,ანუ წყალი, რომელიც ძალიან ქვემოთ იმყოფება, ინი მეგრულად ქვემოს, სიღრმეს ნიშავს.ასე რომ გავარკვიეთ ჭ და წ გადასვლა თუ როგორ ხდება ამ ენებში. ახლა დავუბრუნდეთ წერაქვს, ამის შესატყვისი მეგრულში გვაქვს წარკანტი, ან ჭარკანტი. ის პროცესი რომელიც ისახებოდა ქართულში წერა, ჭრა აქაც შენარჩუნებულია ოდნავ სახეცვლით. ჭარ ჭრა და კანტი ხაზი მეგრულად.რაღაცაზე ამოჭრა სწორი ხაზით.ასეთი სემანტიკურ მნიშვნელობას გვაძლევს იგი. თუ ძველ ქართულში წერაქუ იყო, მეგრულში ქვას ქუა ეწოდება,უ ამოვარდა და კბილბაგისმიერ,სონორი ვ –დ იქცა, ქვა. როგორც მტყუანი და მტყვანი.ეს ყველაფერი ფონეტიური პროცესების შედეგია.ასეთი მნიშვნელოვანი პროცესი აისახა ამ ენებით,რაც ზოგადად ჩვენი კულტურის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს საცნაურს გახდის .ამ მაგალითებითაც იკვეთება ქართული მოდგმის უძველესობა და მითაჟამიერი მყოფობა–არსებობის პირობები.
ზაალ ჯალაღონია
|
ნანახია: 1307 |
დაამატა: ოდორია
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
| |
 | |  |
|
|