Free image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.Ge
საიტის მენიუ
კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ძებნა
ფეისბუქის ჯგუფი
ჩანაწერების არქივი
სტატიის ამობეჭდვა
www.top.ge
სტატისტიკა
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 4 » გეორგიული თეორია– (ნაწყვეტი)
3:52 PM
გეორგიული თეორია– (ნაწყვეტი)
ეტიმოლოგიურად რგვასთან დაკავშირებულ რგ კომპლექსიანი ძირების სიძველეზე მეტყველებს საქართველოს ზოგიერთი ტოპონიმი და ჰიდრონიმი. მაგ. თუ მეგრ. ო ქართ. სა-ს შესატყვისი პრეფიქსია, რგ ჩვენთვის ცნობილი რგვა-თესვის აღმნიშვნელი ოდინდელი ძირი, თი სახელი სამოსახლოს, ადგილის, ყანის სემანტიკით, მაშინ ტოპონიმი ერგეტა მომდინარეობს ორგეთა>ორგე+თა `სარგავი’’ ადგილიდან: ორგეთა>ერგეთა>ერგეტა; ტოპ. Gგალი მომდინარეობს ო-რგალი `სარგავი’’-დან (ო პრეფიქსი და თავკიდურა რ ბგერა დაკარგულია). ტოპ. ჯგალ-იც იგივე გენეზისისაა, ოღონდ აქ რ აფრიკატიზებულია ჯ-დ (შდრ. Yყური>ყუჯი, პირი>პიჯი). ჯგალის წინაფორმა რგალ-ის თავკიდურა რგ იმგვარადვეა შეცვლილი, როგორც გიორგ- ი>გერგე>ჯგეგე საკუთარი სახელებში. პრეფიქსი ო და სუფიქსები უ, ე, უე სიტყვებს _ ორგუ, ორგე, ორგუე აძლევს ერთ (სარგავის) მნიშვნელობას. მეგრ. თი და თა სინონიმებია, ამიტომ ორგ-ე-თა და ორგ-ე-თი იგივეა რაც ორგუ- თი და ორგუე-თი სარგავი ადგილის მნიშვნელობით.მეგრულ უ-ს ხშირად ცვლის ქართ. ვ. მაგ. თქუ>თქვა, შუ>სვა, ულა>სვლა და ა.შ. მ.ე. ო-რგ-უე-თი>არგუე- თი>არგ-ვე-თი (ტოპონიმი დასავლეთ საქართველოში). ჰიდრონიმი არაგვ-იც იგივე ფონეტიკური ცვლილებებითაა მიღებული, ოღონდ აქ თავდაპირველ ფორმას აკლია სუფიქსი თი: ორგუე >არგუე >არგვე >არაგვი. მეგრ. ინგირ-ის და ქართ. ენგურ-ის თავდაპირველი ფორმაც ორგუ, ორგუ-რი `სარგავი’’ იყო: ორგური>ეგური (ეს ფორმა დადასტურებულია მე-11 ს-ის რუქაზე) >ენგური; ორგური>ინგური>ინგირი. ორგე – სარგავის მნიშვნელობიდან მომდინარე ტოპონიმები გვხვდება როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო ეს იბერთა ქართიზაციამდე (ე. თაყაიშვილი) ვინაიდან შეუ- ძლებელი იქნებოდა, ამიტომ აღნიშნული პროცესები მის წინარე ეპოქებს უნდა მიეწეროს. Eე.ი. რგ კომპლექსიანი ძირების სიძველე თავისთავად მტკიცდება. უფრო მეტიც, ეს ძირები შუმერში, ეგვიპტეში და პირინეის ნახევარკუნძულზეც უნდა ვეძიოთ და კორექტივები შუმეროლოგ-ბასკოლოგეგვიპტოლოგებისთვის მიგვინდვია. თი-ს შესახებ ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი, ასევე აღვნიშნეთ, რომ მას გააჩნია სინონიმი თა. Aამ უკანასკნელთანაა დაკავშირებული ზღაპრული ქვეყანა აია-ს სახელის წარმოშობა. Aამას ამტკიცებს ჩხოროწყუს რაიონში მდებარე სოფ. თაიას ეტიმოლოგია: მეგრულში ია კნინობითობის აღმნიშვნელია. Aასე რომ, თა+ია ნიშნავს პატარა სამოსახლო ან საყანე ადგილს ანუ პატარა ქვეყანას. ის მონაწილეობს ქუთაისის ძველი სახელის – ქუთაიას ქარმოქმნაში, რომელიც ძვ. ბერძნულში კუტაიას სახითაა დაცული. ქუმ-თა-ია> (ქუთაია) ქუმ `ქუმელი”+თა ~ადგილი” + ია ქუმელის პატარა სათესი ადგილი იყო. ტოპ. ფო-თი-ს ფონეტიკური შესატყვისი ფა-თი-ს პირვანდელი მნიშვნელობა რომ გავიგოთ მოვიშველიოთ დ. ფიფიას ლექსი – ~როკი”, სადაც ნათქვამია: ფა დო `ფო- თოლი და რკო ხშირად ესხა”. იხ. კ. სამუ- შიას `ქართული ხალხური პოეზია – მეგრული ნიმუშები”.…გამოდის ფა ფოთოლია, მაგრამ მას მცენარის მნიშვნელობაც რომ გააჩნია ეს ჩანს ზმნა ფალ-უა `ცენება’’ და მა-ფალ-უ `მცენებარე”-დან.Aაქ – პირველში უა ბოლოსართია, მეორეში — მა და უ წინსართ-ბოლოსართი, ძირი კი გახლავთ – ფალ. Eეს ძირი, ერთ დროს, თავად იყო ფა + ლ-საგან შემდგარი კომპოზიტი და ნიშნავდა მცენარის ზრდას (სვლას): ლ ბგერა რომ მოძრაობას აღნიშნავდა ეს უტყუარად ჩანს მაგალითებიდან: მეგრ. მალ ( მა + ლ) — `მდინარე”, `მგზავრი”, სადაც მა წინსართია, ლ ძირი და ულა(უ+ლ + ა) – `სვლა”-დან, რომელ- შიც უ წინსართია, ა ბოლოსართი, ლ ისევ ძირი. ქართ. სვლა მიღებულია მეგრ. ულადან: ულა>ვლა >სვლა. A ამგვარად, ფათი დღესაც სემანტიკის მქონე – ფა და თი-საგან შემდგარი კომპოზიტი სიტყვაა და ნიშნავს მცენარეულ ადგილს.F ფა-ს მნიშვნელობასთანაა დაკავშირებული ტოპ. ფიჩორი. Mივ.M ჯავახიშვილის აზრით, მას `..დამახასიათებელი რა დაბოლოება აქვს, რომელიც ქართულში და მეგრულში ბოლოსართად არ გვხვდება..” და ამის საფუძველზე, ტოპონიმის სახელმდებად აფხაზთა წინაპრებს ასახელებს (იხ. ივ. ჯავახიშვილი. ს.კ. და მ.ა.ი.ე.პ. გვ.45). მაგრამ, ჯერ ერთი, ამ ტოპონიმს მეგრ. არარა არამედ რი დაბოლოება აქვს, მეორეც `...ამ სახელის აგებულებისა და პირველადი მნიშვნელობის მიგნებით”... იქნებ შესაძლებელი გახდეს უფრო სარწმუნო ეტიმოლოგიის დადგენა. ფიჩორიფი + ჩორი წარმოქმნილია ორი სიტყვისაგან ფა `მცენარე” და ჩირე `ჭენ- ჭყობი”-დან. იგი ხომ ზღვისპირა ზოლში, დაჭაობებულ და ტყიან ადგილებში მდებარეობს. ჩირესთანაა დაკავშირებული ტოპ.ოჩამ- ჩირე, სადაც ოჩამ+ ჩირე-ში ოჩამ მეგრ. ოჩე დიდია. ალბათ ოჩამჩირეს სანახებში წინათ დიდი ჭაობიანი ადგილი იყო. რაც, დიახაც. სარწმუნოა, მისი ზღვის დონიდან დაბლა მდებარეობის გამო. ოჩე `დიდი”-დანაა ნაწარმოები იქვე მეზობელი ტოპ. აჩიგვარა, ოჩე-გორა-დან. რაც მეგრულად იქნება დიდი გორა ანუ დიდი მთა. ირგვლივ მდებარე ვაკე ადგილებთან მიმართებით აჩიგვარას გორაკი, რა თქმაუნდა, დიდად აღიქმება. ფა-სთან დაკავშირებულ ტოპონიმებიდან საყურადღებოა ფალაზონი კახეთში და მიკროტოპონიმი სამეგრელოში.Aალაზონი, დღევანდელ მეგრულში. Qქორფა მცენარეულ ადგილს აღნიშნავს: ალაზონი ოდიარე უდრის ქორფა ბალახი. ფალაზონი ფა `მცენარე”+ ალაზონი უდრის ქორფა მცენარეული ადგილი.…ალაზანი, რა თქმა უნდა, ფალაზონის დიალექტური სახესხვაობაა კარგი საბალახო თუ, საერთოდ, ქორფა მცენარეული ადგილების მნიშვნელობით. აქვე უნდა შევეხოთ საერთოდ ფ ბგერის წარმომავლობას. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, იგი და მისი კომპლექსი ხ ბგერასთან – ფხ კომპლექსი სითბოს გამოხატავს. Fფ ბგერა მეორე სასიგნალო სისტემის წარმოქმნის საწყის პერიოდში ფუნა `დუღილს” აღნიშნავდა, რადგან დუღილის პროცესში სითხეში გახსნილი ჰაერის ბუშტუკების ამოსვლის დროს წარმოქმნილი ბგერების შესატყვისია.ხოლო ფხ ასევე ხრ კომპლექსები ხარშვის დროს წარმოქმნილ ბგერით მოვლენებს განასახიერებენ. F ფხ კომპლექსის მიერ სითბოს მნიშვნელობის ქონებითაა გამოწვეული სახელდება აფხაზეთისა. Aამ სახელში თავკიდურა ა მეგრ ო განკუთვნილების პრეფიქსია; ზე წინაფორმაა მზე-სი. Pპირვანდელი სახე ტოპონიმისა, რომელიც შემდეგ ეთნონიმად იქცა, იყო ო-ფხ+ზე+თი, რაც თბილ სამზეო ადგილს აღნიშნავდა. ძველად აფხაზეთად სრულიად დასავლეთი საქართველო აღინიშნებოდა: ისტორიული ფაქტია: აღმოსავლეთ საქართველოდან ქართ. მეფეები ზამთრის სუსხისგან დასავლეთს – აფხაზეთს აფარებდნენ თავს. აფხაზეთი გაზაფხული ზაფხულიAმსგავსი აგებულების სახელებია, ასე რომ ზემოთხსენებული ეტიმოლოგია სავსებით სარწმუნოა. თი სიტყვა (ყანა, სახლ-კარი) მონაწილეობს სახელთესლის წარმოქმნაში. ტოგო გუდავას წიგნში „ქართული ხალხური პოეზია, მეგრული ნიმუშები“ არის ლექსი: ჩე ქოთომი ჩელაია, თეთრო ქათამო, თეთროო, ჩეთგინომრხიალე, თეთრად (ხრიალით) გადამიფრინე, ოშ ათასი ჩქიმი თის, ასი ათასი ჩემს კარმიდამოში, აკა მეზობელიშთის. ერთი (ერთადერთი) მეზობლის კარმიდამოში. ჩვენი აზრით, ამ ლექსში ქათამი _ თესლის, ხოლო თეთრად გადამიფრინე ხელით თესვის პროცესის სიმბოლური გამოხატვაა. რაკი თი და მისი სინონიმი _ თაყანაა, თა- შიყანისთვის განკუთვნილი, საყანე იქნება, რაც თესლის არსის ზუსტი ფორმულირებაა. ვფიქრობ მეგრ, თა-ში>თა-სიდაქართ. თე-ს-ლი სხვა განმარტებებს არსაჭიროებს. საეჭვო არაა: სათესი ადგილის (თი, თა „ყანის“) და თესლის საერთო ეტიმოლოგიურია მოსავლიანობა მიუთითებს ამ სახელების შემქმნელი ხალხის პიონერობაზერგვა- თესვაში. მაგრამ, ჯერჯერობით, პიონერებად შუმერები ითვლებიან. შუმერებისა და ქართველების ნათესაობა უეჭველია. ამას გვაფიქრებინებს არა მარტო შუმერულქართველური პარალელები. თუმცა ვერ ვძლევთ ცდუნებას მის ერთ ნიმუშზე არ გამოვთქვათ მოსაზრება: შუმერულად და სვანურად მარეა დამიანს(კაცს) აღნიშნავს. გვაქვს მარ-ანი,სა-მარე, რაც ასევე ადამიანთანაა დაკავშირებული. მარე უძველესი და პირველქმნილი, უაღრესად ლოგიკური ტერმინია და მეგრულად ამ პირველნაფიქრალს დღესაც უცვლელად გამოხატავს: მა „მე“+რე „არის“, არსებობს ნიშნავს პიროვნების, მეს არსებობას. თავად სახელი შუმერი მეგრულია: ცოცხალი მეგრ. სიტყვა შ „წყალი, სითხე, სისველე“ პირველქმნილი სახითაა ჩვენამდე მოღწეული. შ ბგერა მდინარის და ფო- თოლთა ხმაურის (შდრ.შირშინი „შრიშინი,“ შუმინუა „შუმინვა“ ძვ. ქართ. „სუნთქვა“) ადამიანის სამეტყველო ორგანოებით განხოციელებული რეპროდუქციაა. ე. ი. შექმნილია მეორე სასიგნალო სისტემის ჩამოყალიბების გარკვეულ პერიოდში. თუ შ წყალია, მერენიშნავსწყლისპირა, ჭალაადგილს. იგიხშირიტოპონიმია. მ. ე. მერე + თიწყლისპირაანზღვისპირადაშ2 + მერე + თი,შესაბამისად, სველი წყლისპირა ან ზღვისპირა ადგილი იქნებოდა. ღიონ-ენგურის და სხვა მდინარეთა სანაპიროები სისველეს კარგად ინახავს. მათთვის ეს სახელი, როგორც იტყვიან, ზედგამოჭრილია. ცნობილია, რომ ტიგრსა და ევფრატს შორის მდებარე მიწები გაზაფხულზე, მთლიანად წყლით იფარებოდა და ადიდებული მდინარის შლამ-ქვიშით ნოყიერდებოდა. მ. ე. შ-მერე-თი, როგორც ტოპონიმი, აქაც გამართლებულია. ესმოსაზრება კარგად ესადაგება, როგორც ნ. მარის შეხედულებას დაეკავშირებინა ივერი და შუმერი წყლის მნიშვნელობასთან (იხ. ნ. მარი „იაფეტური კრებული“ 1923, ლენინგრადი. გვ.208), ასევე რობერტ ბლეიხშტეინერის მოსაზრებას შუამდინარეთში სხვადასხვა დროს სუმერ, სუბარ, ტიბარ, იბერდაბასკ, მუსკსამი იაფეტური განშტოების შეჭრის თაობაზე. ხატოვნად თუ ვიტყვით, დღეს ცოცხალმა სამმა მეგრულმა სიტყვამ — შ2-მ, მერე-მდათი-მგას დო ხიდი იმერეთს, შ2 მერეთს და პირინეის ნახევარკუნძულს, იგივე იბერიას შორის. ბოლოს, მიუხედავად არსებული დიდად ავტორიტეტული მტკიცებისა ქართველ ტომების ძველსახელთა, ძირითადად, იბერძირთან ერთიანობის თაობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ იმერ, იბერ,სპერ, ჰვერ-ის ურთიერთმსგავსება განპირობებულია შ2-მერ-იდან, ხოლო — გვერ, გურ-ის — რგვა-თესვის რგ კომპლექსიან ძირებიდან წარმომავლობით. და, რაც მთავარია, თავდაპირველად ისინი ტომების სახელს (ეთნონიმს) კი არ წარმოადგენდნენ, არამედ — გეოგრაფიულს, მომდინარეობენ იმ ენოვანი წიაღიდან, რომელიც, საბედნიეროდ, დღევანდელმა მეგრულმა შეინარ- ჩუნა და შესძლო ამ უპრეცენდენტო მოვლენების საკმაოდ დამაჯერებლად დამტკიცება. მიწათმოქმედების პარალელურად ვი- თარდება მესაქონლეობა. ადამიანმა მიაგნო რძის აჭრის ხერხს, რამაც რძისგან ყველის მიღების საშუალება მისცა. როგორც ცნობილია, კუჭის ლორწოვნის სპეც. ჯირკვლები მდიდარია ფერმენტებით, რომელთა მოქმედებით ხდება რძის აჭრა. დღესაც, სამეგრელოში ცხოველის კუჭს ასუფთავებენ, ამარილებენ, ამშრალებენ, უმატებენ დოს დ აღებულობენ ასაჭრელ მასალას — ნაწ-ს, რომელიც ასევე კუჭის სინონიმიცაა. ფრიად საინტერესოა, ნაწის, როგორც ასაჭრელი მასალის თუ ანატომიური ორგანოს პირველადობის საკითხი. ამის გასაგებად მოგვიხდება მათი და საბამისმიერი ფორმის რეკონსტრუქცია. იგი იქნებოდა ნეწა, ვინაიდან ნე ნაღვლის ბუშტის შიგთავსის – ნაღველის და ასევე მაჭარის სინონიმია, წაკი წყალს ნიშნავს. სწორედ ეს ფორმაა — ნე-წა საწყისი მონაცემი. საინტერესოა, რომ, მთავარი ქიმიური გარდაქმნა, რომელსაც რძე მაწვნად დამზადების პროცესში ღებულობს არის რძის შაქრის რძისმჟავად გარდაქმნა ანუ რძის დამჟავება-დაძმარება. ამიტომ მაწონის საწყისი ფორმა იყო ძმარწვენი— ძმარი +წვენი – მჟავე წვენი. შემდგომ, ძ-ს დაკარგვის გამო, დღევანდელ მეგრულში გვაქვს — მარწვენი. აქედანვეა გამარტივებით — მაწონი. სამეგრელოში ცნობილ ყველის სახეობათა შორის ყველაზე გავრცელებულია კაზლა და სელეგინის „სულუგუნის“ სახის ყველი. მეგრულში კა, აკა, კაკა, კაკალი სინონიმებია დ ანიშნავს ერთს, ზელი მოზელილია, ზალა — ზელვაა. კაზლას პირვანდელი ფორმა იყო კა-ზელი „ერთხელ მოზელილი.“ ამ უკანასკნელის გამარტივებაა კაზლა. სელეგინის საწყისი ფორმა იყო ზელიკინი უდრის ზედმიწ. მოზელილი ისევ ანუ მეორედ მოზელილი. ზელიკინი> სელეგინი, ვფიქრობ დაუშვებელია რაა. ორივე სახის ყველის სახელი არათუ ზუსტად ასახავს მათ მისაღებად გაწეულ მოქმედებას, არამედ გვიმტკიცებს პირველიდან მეორის, უშუალოდ გამომდინარეობას და ამით უტყუარს ხდის ეტიმოლოგიურ დასკვნებს: კაზელი>კაზლა მართლაც ერთხელ მოზელილი ყველია. სელეგინი კი ამ პირველის მეორედმოზელვით მიიღება. უმნიშვნელოვანესია, რომ სელეგინს გააჩნია სინონიმი — გექიმინელი — გექიმ- ინ-ელი, რაც გარდაქმნილია, მეგრულად. გარდაქმნა კი მეგრულად არის გინო-ქიმინი. გექიმინელს და გინოქიმინს არა მარტო ქიმფუძე აქვთ საერთო, არამედ იდენტურ იგენეზის სიტყვები არიან: ორივე მიღებულია გე და გინო ზმნისწინებისა და ზმნა ქიმინუა „ქმნა“-საგან. ე. ი. სიტყვები: გექიმინი, ქიმინი, ქიმინუა, გინოქიმინი ადამიანის მოღვაწეობის ამსახველი სიტყვებია და მათში, ქიმ-ფუძის მეშვეობით, ქიმიის დედააზრი – გარდაქმნაცაა ასახული. თანამედროვე მედიცინა წარმოუდგენელია ქიმიასთან კავშირის გარეშე. მაგრამ მით უფრო კანონზომიერია მათი ერთიანობის აუცილებლობა განვითარების ადრეულე ტაპზე. კოლხეთში სამედიცინო კულტურის სიძველე საკამათო არაა. ამაზე მეტყველებს მრავალი ქართვ. გენესის სამედიცინო ტერმინი. ტერმინი მედიცინა თუმცაკოლხეთის მეფის ასულ მედეას სახელთანაა დაკავშირებული, მაგრამ მაინც ბერძნ. ენის წიაღშია შემონახული. „შუ- შანიკის წამებაში” მოხსენიებული სახელები – წამალი და სალბუნი (მალამო) ჩვენამდე უცვლელადაა მოღწეული. ტერმინ ექიმ, აქიმს, რომელიც ხშირად იხსენიება “ვეფხისტყაოსანში”, ასევე ცვლილება არ განუცდია. წა + მალი-ში წა წყალს აღნიშნავს. მაგ. წა-ჩხურა „ცივიწყალი“, წაკურთხია „წყლის კურთხევა“ და ა.შ. წ, წა, წ2 ბგერები წოვის, როგორც ფიზოლოგიური აქტის დროს წარმოქმნილი ჰაერის ბგერითი რხევები არიან. ისინი მეტყველების პირველსაწყისი ელემენტები გახლავან. მეგრულად მე მკურნავს იქნება მა მ2მალე. მ. ე. წა-მალი უდრის წყალი მკურნალი (გ. როგავა). მეგრულად მოლამაფა სასიამოვნოსაც ნიშნავს და მოსველებასაც. ლამე კი სველია. თუ დავაკვირდებით სიტყვებს — სალბუნი, მალამო-ს, ყურადღებას მიიპყრობს ფრიად საინტერესო ფაქტი: მოლამაფამოსალბუნება ერთიდაიგივე არსის მეგრულქართული ინტერპრეტაციაა. მაგ. სასიამოვნო რამ ფაქტზე იტყვიან: გურც ქუმომლამუ უდრის გულზე მომესალბუნა. ჩვენი აზრით, ამ სიტყვებში სასიამოვნოს გაგება მეორადია. პირველადი გახლდათ დანაყილ მცენარეთა მოსველო, მეგრულად მოლამე ფორმების ტკივილდამაყუჩებელი თუ სხვა სამკურნალო თვისებები. როგორც ვხედავთ, მალამო მიღებულია მოლამესაგან. რაც შეეხება სალბუნს, ის ასევე დაკავშირებულია მეგრ. ლამე „სველი“ და ბუნა „სხმა“- სთან. როგორც ეტყობა, სალბუნი მოლამემალამოს უფრო თხევადი ნაირსახეობაიყო, რომლის ბუნა(სხმა) ანუ სხეულზე შესხურება შეიძლებოდა.
ედემ იზორია
ნანახია: 1765 | დაამატა: ოდორია
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სლაიდ შოუ
მარტვილი
ტობა ვარჩხილი
მუსიკა
გააზიარე
google ძიება
Copyright MyCorp © 2026Free web hosting - uCoz