Free image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.Ge
საიტის მენიუ
კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ძებნა
ფეისბუქის ჯგუფი
ჩანაწერების არქივი
სტატიის ამობეჭდვა
www.top.ge
სტატისტიკა
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 12 » მამანტი ძაძამიას წიგნზე
1:03 AM
მამანტი ძაძამიას წიგნზე
‎,, ბილბაო გაგიგონიათ თქვენ, და, ბასკეთი. ბილბაოში გაკვეთილზე შედის მასწავლებელი, მოითხოვს ჟურნალს და კითხულობს მოსწავლეების სიას: ასკურეა, აჩობია, ალანია, ზარანდია, დანელია... 10 მეგრული გვარი შუაგულ ბასკეთში. მერე კითხულობს რა გვაქვს დღეს გაკვეთილად? ბრუნვაო ეუბნებიან. მითხარით რამდენი ბრუნვაა ბასკურში?9 ბრუნვა გვაქვსო მიუგებენ მოსწავლეები. ჩვენს გარდა ამდენი ბრუნვა რომ ჰქონდეს ასეთი ხალხი თუ მოიპოვება სადმეო. მხოლოდ საქართველოში კავკასიაშიო. დღეს 7 ბრუნვა გვაქვს მაგრამ თავიდანვე ხომ 9 იყო. მაგ ავთანდილ გადინადირა. ავთანდილ არის– სახელობითით ხომ ვიწყებთ ჩვენ,– წრფელობითი ბრუნვა. რითი ვგავართ კიდევ ჩვენ ქართველებსო? მოთხრობითი ბრუნვითო (აქტივი ქვია ბასკურში ბრუნვას) ჯერ ერთი მოთხრობითი ბრუნვა თუკი აქვს ვინმეს მსოფლიოში, რაღაცა ნათესაობა აქვთ ქართველებთან. ქართველების გარდა მოთხრობითი ბრუნვა დედამიწის ზურგზე არავის არა აქვს. მოთხრობითი ბრუნვა როგორც ლინგვისტური მოვლენა არის ბასკურში, მას არათუ ბრუნვა ბრუნვის ნიშანიც გააჩნია კერძოდ მეგრული ქ. მეგრელი იტყვის კოჩი–ქ – კაცმა , ბასკი იტყვის გიწონა–ქ კაცმა. ამით ვიწყებ საუბარს იმ საოცარ მოვლენაზე, რასაც მეგრული ენის საოცარი სიმდიდრე ქვია. მოვდივარ ქუჩაში და რაღაც მიხარია. ყველას განგიცდიათ ალბათ, რაღაცა გიხარია ან გწყინს და ეს მოგყვება. რა მიხარია? მეგრული ენის შვიდტომეული. ქართულ მეცნიერებაში შემოვიდა 7 ტომეული. რა შენაძენის ავტორი გახდა საქართველო. ყველასგან განსხვავებული 7 ტომეული რაც კი ოდესმე რამე დაწერილა ქართულ მეცნიერებაში. დაგაეჭვებს 20 მილიონი სიტყვა შეიძლება ერთ ერს ჰქონდეს? წაიკითხავთ ამ წიგნს და ეს ეჭვები გაგეფანტებათ. როგორ იქმნება ეს სიტყვები ახსნილი აქვთ ჩვენს ძვირფას ავტორებს მამანტ და ცირა ძაძამიებს. ამაზე უფრო დიდი სატრაბახო რა უნდა გაიგონოს ქართველი კაცის ყურმა? ეს მონაპოვარი რაც ამ წიგნში არის ქართული მონაპოვარია. ეს წიგნი იმიტომაა სამაგიდო, რომ უნდა წაიკითხოს ყველა ქართველმა მეცნიერმა, ყველა განათლებულმა კაცმა. ეს უდიდესი ქართველური მოვლენაა.

გიზო ჭელიძე
ნანახია: 1145 | დაამატა: ოდორია
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სლაიდ შოუ
მარტვილი
ტობა ვარჩხილი
მუსიკა
გააზიარე
google ძიება
Copyright MyCorp © 2025Free web hosting - uCoz