|
 | |  |
| მთავარი » 2012 » სექტემბერი » 8 » მორიგი ტალახი ესროლეს სამეგრელოს
8:44 PM მორიგი ტალახი ესროლეს სამეგრელოს |
ადამიანი საკუთარი ნააზრევის გამოთქმაში თავისუფალია, ეს პატიოსანი წესია, მაგრამ ასევე არსებობს მეორე წესიც. პატიოსანი და მართალი ადამიანი საკუთარ ნააზრევს მუდამ აწერს ხელს და პასუხს აგებს გამონათქვამზე, მაგრამ როცა საგულდაგულოდ ინიღბება ,სოროში ძვრება და შავი მანტიით იმოსება, ცხადია მან წინასწარ იცის, რომ საცოდავს უფლისა და საზოგადოების წინაშე და ,,ქამელეონად "იქცევა. ქამელეონი ხვლიკისებრთა ოჯახს მიეკუთვნება და სხვებისგან გამოირჩევა, რომ მუდმივად შეუძლია ფერი იცვალოს და ამით შეუმჩნეველი დარჩეს, თუმცა ეს მაინც არ შველის მასაც. სწორედ ამგვარი ,, ქამელეონი" მგონია ის ავტორი რომლის ,,შედევრი" დაიბეჭდა ჟურნალ ,,სამეგრელოს"მ წ 8 –ნომერში, გრძელი და შეფარული სათაურით ,, როგორ იყენებდა რუსეთი მეგრულ–ლაზურ ენას ბრმა იარაღად, რათა საქართველოში ქართული ენის სტატუსი დაესუსტებინა" ვრცელ წერილს, რომელიც სამ ფურცელზეა დაბეჭდილი და დასურათებული, ავტორი შეგნებულად არ ჰყავს. ინკნოგნიტოდ რატომ იქცა, ამაზე ქვემოთ მოგითხრობთ. და რადგან ავტორი ,,იმალება" უფლებას ვაძლევ თავს ის ,,ბატონი" ქამელეონად" მოვიხსენიო., თემა რომელსაც ,,ქამელეონი" ეხება, როგორც უკვე აღვნიშნე, მეტად აქტუალური იყო მე– 19 საუკუნეში. რუსულმა იმპერიულმა მანქანამ მოიწადინა სამეგრელოში რუსული გავლენის გაძლიერება და ამით დედა– საქართველოსთან დაპირისპირება. ეცადა ადგილობრივ ენაზე რუსული ასოებით დამწერლობის შექმნა. (მათ შორის ლოცვებისა და ფსალმუნების თარგმნა) ეს იყო მხოლოდ უკეთური იდეა, რომელსაც განხორციელება არ ეწერა, რადგან საპროტესტო ხმა აღიმაღლეს, უპირველეს ყოვლისა სამეგრელოს მოწინავე ადამიანებმა და სამღვდელოებამ,რასაც მხარი აუბა სრულიად საქართველომ და მალევე ჩაიფუშა ეს უგუნური ინიციატივა. ამ საყოველთაო ბრძოლაში გურია– სამეგრელოს ეპისკოპოსი, რასაკვირველია გვერდზე ვერ გადგებოდა. როგორც მტრის მიერ ინსპირირებული ნებისმიერი ცდა– დაეპირისპირებინა ერთმანეთისთვის სამეგრელო და სვანეთი დანარჩენ საქართველოსთვის, კრახით სრულდებოდა, ასე იყო და ასე იქნება მარადის. ეს საკითხი ფართო საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. დღეს ვერ იპოვის მავანი ვერცერთ შემთხვევას, როცა სამეგრელო და სვანეთი გადაუდგა დედა საქართველოს, არ გაშალა ფართოდ ხელები და არ ჩაითბილა ღვიძლი შვილივით. ,,ქამელეონმა" შეფარვით, მაცდური განზრახვით შეარჩია ჩარჩო და მასში ჩასვა გამრუდებულ იდეით გაფერადებული საკუთარი წარმოსახვის ნაყოფი, რომელიც სიტყვასითყვით ასე ჩამოაყალიბა,, შეხედულება იმის შესახებ, რომ ქართველები ერთადერთ ენაზე ლაპარაკობენ, ხოლო მეგრული ლაზური და სვანური ჯგუფის კილოები ამ ენის ისეთივე დიალექტებია, როგორც ქართული, კახური, იმერული, გურული, ხევსურული, ფშავური, და სხვანი, გავრცელებული იყო უძველესი დროიდან 2ო საუკუნის 40–იან წლებამდე,და ამ შეხედულებას იზიარებდნენ ცნობილი მოღვაწეები და მეცნიერები" ჩამოთვლილია არაერთი სახელოვანი ადამიანის გვარი, რომელთაც სავსებით საპირისპირო და მეტად მართებული შეხედულებები გააჩნდათ. ბატონ ,,ქამელეონს" არა მგონია, წაკითხული არ ჰქონდეს დიდი პოეტის აკ. წერეთლის გამონათქვამი, რომელიც უამრავჯერ დაბეჭდილა:,, მეგრული დღეს სალაროა ნამდვილი ქართული სიტყვებისა. აღმოსავლეთ საქართველოს დაჰკარგვია ნამდვილად ქართული სიტყვები, მათ ნაცვლად თათრულ-სომხური-სპარსული შემოუღია, რომელიც ქართველის ყურს ცუდად ეჩხირება და გულსა სწყენს. მეგრულ ენაში კი შემონახულან ობოლ მარგალიტებად ის ძველი სიტყვები, ჩვენ ვურჩევთ ჩვენს მწიგნობრებს მეტი ყურადღება მიაქციონ მეგრულს, რომ იქიდან ამოკრეფილი სიტყვებით შეივსონ დღეს მათი შელახული ქართული ლექსიკონი”.ბატონი ,,ქამელეონის" მიზანი სრულებით არ გახლავთ თუ როგორ მიმდინარეობდა მე 19 საუკუნეში ქართული ენის დაცვა. ვინ როგორ აქტიურობდა. მისი თილისმური მიზანია იპოვოს რაიმე გამონათქვამი, რომელიც მეგრული და სვანური ენების საზიანო იქნება. მოგეხსენებათ, იმ დროს რთული სიტუაციის გამო, ქართული სახელმწიფოებრიობისა და ერტიანობის დასაცავად ერის ღირსეულმა შვილებმა განაცხადეს, რომ სამეგრელოში დამწერლობის შემოღება აუცილებელი არ არისო, რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი დედა ენა და მას ა მივაგებთ პატივსო. ვიმეორებ ეს იყო იმ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელი., სამართლიანი და გარდაუვალი. დღეს ამ გამონათქვამების ხელზე არგუმენტად დახვევა და განცხადება, რომ მეგრული და სვანური ენები არ არსებობენ, მკრეხელობაზე მეტია. ეს არის მორიგი მცდელობა – ჩრდილი მიაყენონ, ლაფი ესროლონ ძირძველი კუთხეების ყველაზე ძვირფას განძს, რაც მათ საუკუნეებში გამოატარეს და დედის უბესავით ელოლიავებიან. იმ ვრცელ ტერიტორიაზე, რომელსაც ეგრისის სამეფო მოიცავდა: დღევანდელი დასავლეთ საქართველო,ჭოროხის აუზისა და კაპადოკიის ჩათვლით მცხოვრები ხალხები( მათ შორის ლაზები და ჭანები მეგრულად არ საუბრობდნენო. როგორც ივ ჯავახიშვილი მიუთითებს ,,გურულები და იმერლები მეგრელ–ლაზების მიწაწყლის შიგ შუაგულში არიან შეჭრილნი და მეგრელებსა და ლაზებს ერთი–ერთმანეთისაგან აშორებენ. ამისდა მიუხედავად ჩვენი ზემოაღნიშნული დასკვნა იმის შესახებ, რომ თავდაპირველად კოლხეთის ის მიწა–წყალი მხოლოდ მეგრელ–ლაზებს ეკუთვნოდა, მაინც შეურყეველი რჩება. ბატონ ,,ქამელეონს“ მინდა დავუსვა მარტივი შეკითხვა: რა ენაზე საუბრობდნენ კოლხები და შემდეგ ეგრისელები? ან რა ენაზე ჩატარდა 445 წელს სახალხო კრება ეგრისში მეფე გუბაზის მკვლელობასთან დაკავშირებით. რა ენაზე მიმართეს საზოგადოებას მჭერმეტყველებმა ფარტაზმა და აიეტმა. კოლხეთი როგორც ქვექანა მოიხსენიება, ,,ილიადა და ოდისეაში" (ძვწ.4 საუკუნე) ხოლო როდოსელის ,, არგონავტიკაში" კი კოლხური ენა და დამწერლობა რამდენიმეჯერაა ნახსენები. ფესტოსის დისკოს გაშიფვრამ კი დაადასტურა, რომ მეგრელებს დამწერლობა ჰქონიათ. დისკოზე ოქრო დამწერლობით ამოტვიფრულია მეგრული საგალობელი. რა შორს წავიდეთ. წაიკითხეთ საქ კათალიკოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას,მწერლისა და მეცნიერის თედო სახოკიას, პუბლიცისტის იპოლიტე ვართაგავას მოგონებები და თქვენ ცხადად ნახავთ– როცა ისინი მარტვილის სასულიერო სასწავლებელში მიიყვანეს, რა ენაზე საუბრობდნენ და სად და როდის ისწავლეს რუსული და ქართული.? რაღა საჭიროა იმის აპელირება,თუ რა გამონათქვამები იხმარეს მაშინდელმა მოღვაწეებმა. როცა რუსული აგრესიისაგან ერთიანი ქართული ღირებულებების დაცვა და ქართული ერის ერთიანობა იყო სასიცოცხლო და აუცილებელი? სავსებით ვეთანხმები ბატონ ჭ ქირიას, როცა ის აცხადებს:,, თუ მეგრული და სვანური ენები არ არის, მაშ რატომ უწევს მეგრელსა და სვანს ქართული ენის სწავლება დანარჩენ დიალექტზე მეტყველთო" ,, ქამელეონი" ამბობს და ეძებს მასალებს. მოჰყავს ასეთი მაგალითი: ალექსანდრე ცაგარელს ერთხელ ვითომშეცდომა მოსვლია სვანურსა და მეგრულს ენები რომ უწოდა. და ბოლოს მან ეს გამოასწორა და ქართული ენის ფუძე ენების დიალექტად მიიჩნიაო. ეს აშკარა სიცრუეა. წარსულში ჩაუხედავი მკითხველის შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი ბოროტი მცდელობა. მსოფლიო დონის მეცნიერი ალ. ცაგარელი იყო უნიჭიერესი, საკუთარ შეხედულებებში შეუვალი , ქართული კულტურისა და მეცნიერების თავგამოდებული ქომაგი. მან ნამდვილად გამოსცა 1872 წელს ,,მეგრული ეტიუდები" და მას რომ ჰგონებოდა შეცდომა დაუშვა, როგორც ამას ,,ქამელეონი" აცხადებს.: ის რვა წლის შემდეგ გამოსცემდა მეორე წიგნს, სადაც იმავე აზრს აფიქსირებს? იგი ჰკადრებდა საკუთარ ღირსებას, ვიღაცის მართული ყოფილიყო. როგორც ოინბაზი, გველაძუა და შურიანი ადამიანები იქცევიან დღეს? რამდენიმე წინადადებით მივუბრუნდები გურია – სამეგრელოს ეპისკოპოსის გრიგოლ დადიანის საპროტესტო წერილს, რომელშიც მან მართლაც ახსენა. მეგრელი ქართულ ენას აღიქვამს, როგორც თავის ძირეულ საკუთრებასო" რასაც მოყვება ბატონი ,, ქამელეონის" ვრცელი კომენტარი ,, დადიანი რაკი მიიჩნევდა მეგრული მხოლოდ კილოა და არა ენა, შეუძლებელია ღვთაებრივ ჭეშმარიტებათა შემცველი საეკლესიო წიგნების გადაღება არასრულყოფილ, მცირესიტყვიან და წერილობით თხრობისათვის სრულიად გამოუსადეგარ მეტყველებაზეო" მიაქციეთ ალბათ ყურადღება სიტყვებს: არასრულყოფილი, მცირესიტყვიანი." ღმერთო ჩემო, მეცნიერული კვლევებით დამტკიცებულია, რომ მეგრულ ენას აქვს ისეთი ლექსიკური მარაგი ბარე 30 ენას ეყოფა. თავისი ენისათვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტით. რომლითაც მსოფლიო ენებს შორის ყველაზე მდიდარია. ,, ქამელეონის ასეთ დასკვნებს განაპირობებს სამარცხვინო შური. დღეს ქართველი მეცნიერები საოცარი ინტენსივობით იკვლევენ მასალებს, რომ ძველი კოლხეთი მოიცავდა ეგვიპტისა და შუამდინარეთის არეალს, რომ გამოჩნდა შესაბამისი მტკიცებულებებიც. სწორედ ეს აღიზიანებთ, სტანჯავთ და ვერ მოუნელებიათ, და ეს მაშინ როცა ძველი კოლხეთი, იგივე საქართველოა და ქართველური ტომების მიღწევები ერისთვის საამაყოა. მათ ერის ღირსება ცალ ფეხზე კიდიათ, ოღონდაც ახეირონ საკუთარი ქვენა გრძნობები. ბატონმა ,, ქამელეონმა" დიად მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა განიძრახა,, მეგობრობა" იმ ვაი მეცნიერ ფუტკარაძე– გვანცელაძესთან, რომელთა უკუღმართი ,, თეორიით" მეგრული ენა არ არსებობს. რაც მეცნიერულად გაუმართლებელია და იდეოლოგიურადაც საშიშია. ბატონმა მაამნტი ძაძამიამ მართებულად თქვა: რადიკალური ქართული პატრიოტიზმი, ვიტყოდი, უფრო სახიფათოა, ვიდრე სეპარატიზმის რაღაც გაფაჩუნება სამეგრელოში... ისინი ჩასაფრებულნი იცდიან, ელოდებიან, რომ ვიღაცამ ხმა აიმაღლოს მეგრულ ან სავანურ ენაზე და მერე ქორებივით დააცხრნენ თავიანთი ,, ,,პატრიოტული ქართული ოპოზიციიდან" ახალი არ არის, რომ როგორც კი დაიწყება მეგრულ– სვანური თემის წამოწევა,მაშინათვე მავანნი მას ,,მეგრულ "სეპარატიზმს მიაწერენ მეგრელს ადამიანს აწუხებს არა ავტონომიის არარსებობა, არამედ მისი მშობლიური ენისადმი უპატივცემულობა და მისი რეაქცია ბუნებრივია– გამოხატავდა და კვლავაც ექნება უკმარისობის გრძნობა, სანამ მის მიმართ ადგილი ექნება ბინძურ თავდასხმებს, უკეთური ხერხებით დაუწყებენ აკვნიდან შეზრდილი იავნანის გაუფასურებასა და შელახვას. როგორც ჩანს მათი მიზანია მეგრული ენა დააკნინონ, საკუთარი მცდარი იდეების მსხვერპლი გახადონ და ამით ვითომ ერთგულება დაუმტკიცონ დედა ქართულს, რომელიც საკუთარი ღირსებებით, ცრუთა და უბადრუკთა დასაცავი სულაც არა რის. აღსანიშნავია , რომ არ, ჩიქობავას სახ ენათმეცნიერებათა ინსტიტუტში გაოცებორის დავითაიამულ კრებულში ფუტკარაძე– გვანცელაძის ,,ღვაწლი" შეფასებულია, როგორც ,ყოველგვარ ლინგვისტურ საფუძველს მოკლებული, პროვაკაციული და იდეურად საშიში თეორია" ერთხელ თურმე ვაი პატრიოტებმა სთხოვეს არნ ჩიქობავას აფხაზური ენა გამოეცხადებინა ქართული ენის დიალექტად მაშინ დიდმა მეცნიერმა უპასუხა:,, მე იმ აზრს ვემხრობი დღესაც, რაც ოცი წლის წინათ განვაცხადეო." მაგრამ ის დიდი და ღირსეული მეცნიერი იყო. ,, ქამელეონი" და მისი მსგავსი ადამიანები თავად მიხვდებიან ვინც არიან. მინდა, ანტიეროვნულად მოაზროვნე ფსევდო ინტელიგენციას მივმართო . დღეს თქვენ უნდა იხარჯებოდეთ არა ღია კარის მტვრევითა და არსებულის არარსებულად გადაკეთებაში, არამედ ჩვენი დაქუცმაცებული ქვეყნის ერთობის შენარჩუნებისა და გაერთიანებისათვის. ყველასთვის ცხადია სვანურსა და მეგრულ ენაში არის ის ნათელი, ის ძლევამოსილება და სიდიადე, რომელიც ასხივოსნებს დედა ქართულს.
ბორის დავითაია
|
ნანახია: 1039 |
დაამატა: ოდორია
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
| |
 | |  |
|
|