Free image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.Ge
საიტის მენიუ
კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ძებნა
ფეისბუქის ჯგუფი
ჩანაწერების არქივი
სტატიის ამობეჭდვა
www.top.ge
სტატისტიკა
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 12 » "ქართ"-ის ეტიმოლოგია_
0:58 AM
"ქართ"-ის ეტიმოლოგია_
_"ქართ" არის უძველესი ტოპონიმი, რომელიც გვხვდება მთლიანად ევროპის და წინა აზია-მესოპოტამიის ტერითორებზე.
_უძველეს შუმერულ ქვეყანას ერქვა "ქარდუნია(შ)", იგივე "ქართ-დუნია", ანუ "ქართ-ქვეყანა" - მეგრულად "დუნია" ქვეყანას ნიშნავს, კელტურად კი "დუნი" ციხე-ქალაქსაც ნიშნავდა, ხოლო "დუნუმ" ქვეყანას. ქვეყანა "ქარდუნიას" მეორენაირად ქვია "ბაბილონია". ქალაქ "ბაბილონს" კი ადრე ერქვა აგრეთვე "ქადინგირი", რომელიც დაარსეს "ამორებმა" (ანუ ა-მარებმა).
_არარატის მთას ეწოდებოდა "კარდუს" მთა, ანუ "კართ-დუნიას"-"ქართ-ქვეყნის" მთა. ძველ სომხურში "კორდუკ" ქართველთა აღმნიშვნელი ეთნონიმია. "ქასიტებიც" თავის თავს ეძახდნენ "კორდუნიაშს". მეგრულად "ქართველი" არის "ქორთუ".
_არამეულში "ქართ" ნიშნავს ციხესაც და ქალაქსაც. ასევე ხურიტულში, ციხესაც და ქალაქსაც ქვია "არდ", რაც "ქართის" ერთერთი ფორმაა. ძველ ქართულში "არდი" აგრეთვე ნიშნავდა მზეს. სიტყვა "ქართა" მეგრულში აღნიშნავს მთვარის და მზის შარავანდედს, იგივე ნათლის გვირგვინს. "ქართამი" კი ნიშნავს გვირგვინოსანს, რაც ასახულია მცხეთის მეფეების ტიტულატურაში "ქართამ-I, II". მითანის პირველ მეფესაც ერქვა "ქართა", იგივე "ქირთა". ინდოევროპულ ენებში სამეფო გვირგვინის აღმნიშვნელია "კორონა"-"კარონა". შესაძლოა ბერძნული სიტყვა "ქრისტოს" აგრეთვე ნიშნავდა შარავანდით მოსილს.
_მეგრელები თბილისს ეძახიან "ქართს" ქალაქის მნიშვნელობით. საკუთრივ ქართულში კი არსებობს სიტყვა "ციხე-ქალაქი". არმაზის ციხეს ადრე ერქვა "ქართი", რაც ზოგადად ციხის სახელწოდება უნდა ყოფილიყო. ეთნონიმი "ქართველი" გ. მელიქიშვილის თვალსაზრისით აღნიშნავს ციხე-სიმაგრის მობინადრეს, ასევე ციხე-ქალაქის აღმნიშვნელია ფრიგიელების, იგივე "ბერეკინტების", დედაქალაქის სახელწოდება "გორდიონი"-"გორდონი". ერთერთ ქართულ ტომს "კარდუხებს" მეორენაირად ეძახდნენ "გორდუენოს". ფრიგიელების ბერძნული ეპითეტი იყო "ორკოი"-მგლები. აგრეთვე ლათინურადაც მგლის აღმნიშვნელი ერთერთი სიტყვა იყო "ორკ-უს"-"ორგ-უს", რომელსაც უკავშირდება ეტრუსკული მგელღვთაების აღმნიშვნელი სიტყვიდან "კალუს"(გალუს?). ამდენად სახელწოდება "გეორგია" შესაძლოა იყო იგივე "გე-ორკია"-"გე-ორგია" - ესეიგი "ორკების"-"ორგების" მიწა (თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეს ქართველებმა ჩვენი იდენტიფიცირება მოვახდინოთ ცხოველ მგელთან და ყმუილი დავიწყოთ).
_ფინო-უგარულად მგელსაც და ციხესაც ქვია "ქარდა" (ეს სიტყვა მათ აშკარად სხვა ხალხისგან გადაიღეს). გოთურ არქიტექტურაში კი "გურთ" ნიშნავს შემკვრელ თაღს-რკალს -"ქართი" მეგრუნად აგრეთვე ნიშნავს შეერთებას-გაერთიანებას -"ქართახამი" კი ნიშნავს ღობის სარების შემკვრელ რგოლ. "ქართილი" მეგრულად ნიშნავს შემოღობილს, შემორაგვულს (მთებითაც) და შეუვალს. აგრეთვე სვანურად ”ლ'ქრთე” (ლე ქართე) შემორაგულს-შემოღობილს ნიშნავს. ებრაულად ედემის ბაღს ქვია "გან", რაც აგრეთვე ნიშნავს შეომღობილს-შემოზღუდულს. ადამის და ევას განდევნის შემდეგ ამ ბაღის კარის და სიცოცხლის ხის დარაჯად ღმერთმა ცეცხლოვანი ხმლით შეიარაღებული ქერუბიმი დააყენა. "ქერუბიმის" ადრინდელი სახელებია: "ქერუბი", აქადურად "ქარუბუ". ქართული "მუხის ანგელოზი" სავარაუდოდ ეგ ქერუბიმია. ანტიკურ ეპოქაში ის წარმოდგენილი იყო როგორც სფინქსი, გრიფონი, ურჩხული (არგონავტების მითში) და ა.შ.
_"ხორთა" პორტუგაილურად ნიშნავს ეზოს, ბაღს. გერმანულად "გართენ". ინგლისურად "ქორთ" ნიშნავს სამეფო ეზოს. "კორტონე" კი იტალიურად ნიშნავს შიდა ეზოს (იტალიური ეზო). ეს ეტრუსკული სახელია, რომელიც აგრეთვე შემორჩა ქალაქ "კორთონას" ტოსკანაში -ვარაუდობენ რომ ადრე ერქვა "ქართონა" და აკავშირებებ "კართაგენის" ეტიმოლოგიასთან: "ქართა-გენი, ქართა-გერია, ალ'გერია-ალ'ჟერია". "ქართა" კართაგენურ–ფინიკიურადაც ციხეს ნიშნავდა. იქვე ეგვიპთეში იყო ქალაქი "ქართუში", იგივე "კარნაკი".
_"ქართა" მეგრულში და ქართულში ნიშნავს აგრეთვე შემოღობილ საქონლის სადგომს -იგივეს ნიშნავს "კარდა" აღმოსავლურ ევროპულ ენებზეც. ალბად აქედანაა ესპანური "კორიდაც".
_ძველსლავურად "ხართამი" ნიშნავს მგელს, ხოლო "კურტ" სახელმწიფო ძალაუფლებას, რაც ბერძნულიდანაა აღებული. სავარაუდოა, რომ ბერძნული სიტყვა "კრატოს" (ძალაუფლება) აგრეთვე მომდინარეობს "ქართ" ძირიდან. ამავე ძირიანი სიტყვა "კრატერი" კი ნიშნავს სამეფო თასს და უკავშირდება გრაკალს-გრაალს. პროტობერძნულში ჭურჭლის აღმნიშვნელი სიტყვებია: "კათი", "კარარევი", "კაროპა" და ა.შ. ქართულში გვაქვს ჭურჭლის სახელები: "კორდლო", "კარდალა", "ქარა"(კეცის კიდეები), "კათხა", "ჭირქა", "რქა"(ყანწის მნიშვნელობით) და ა.შ. ზოგი მეცნიერი გრაალის თასს აიგივებს ოქროს საწმისთან, რომელზეც კოლხური ოქროდამწერლობის ნიშნებით რაღაც ეწერა. საწერ "ქაღალდს" მეგრულად ქვია "ქარღადი", მეორენაირად "ქარტალი", ძველქართულად "ქარტა" -აქედანაა გადაღებული ინდოევროპული "კარტა"-"კარტონი". დამწერლობა ლათინურად არის "ს-კრიტ-ურა"-"სკრიპტ", აქედან კი შეგვიძლია მივიღოთ "კრიტ"-"ქარით"-"ქართი". სავარაუდოდ წერა აგრეთვე უკავშირდება სიტყვა "ქარგვას", "კერვას" და მეგრულ სიტყვა "კირიბუას", იგივე "კრებას", რაც თავისმხრივ უკავშირდება კოლხ-პელაზგების ნაწერებს "კვირბებს". ქართულში ნაწერს ასევე ქვია "გრაგნილი" და მას უკავშირდება ბერძნულაი "გრაფიკა". საინტერესოა ასევე, რომ ადრე ასონიშნებს კი არ წერდნენ არამედ ხატავდნენ, ან გამოკვეთდნენ, ამდენად სიტყვა "ხატვა"-"ხანტუა" შესაძლოა დაუკავშიროთ სიტყვა "მოჩუ-ქურთ-მებას" და მვიღოთ "ხატუა"-"ქარტუა"-"ქართუა". სავარაუდოდ შუმერული სიტყვა "კირუმ"-"კალუმ" აგრეთვე წერას უნდა ნიშნავდეს.
_"ქართ"-ფუძე დასტურდება კრეტაზეც, რომელსაც სავარაუდოდ ერქვა "ქართეზია" ქალაქით "ქართეა".
_"კორსიკაც" შესაძლოა "ქორთიდან" იყოს ნაწარმოები. ერთი ვერსიით კორსიკელები ადრე კორსიკას ეძახდნენ "ქორთს".
_ესპანეში იყო ქალაქები: "ქართეა", "ქართალია", "კორდოვა" და ა.შ.
_კასპიის ზღვის სამხრეთით არსებობდა ქვეყანა "ჰირკანია" (სამგლეთი). მისი მთავარი ციხე-ქალაქი იყო "ქართა", რომელსაც ჩამოუდიოდა მდინარე "გურგანი". ამ რეგიონს ერქვა აგრეთვე "ტიბერისტანი", იგივე მაზანდარანი. მაზანდარა და "ქართა" ქვია აგრეთვე სოფლებს სამეგრელოში. ადრე ამ "ჰირკანიაში" ცხოვრობდნენ "კასიტები", იგივე "ქორდუნიაშები" და ამ მხარეს აგრეთვე ერქვა "ქუში"-"ქურში". სპარსეთის იმპერიის პირველ მეფესაც ერქვა "ქუროში" (ბერძნულად კიროსი). უძველესი შუამდინარეთის მკვლევარების მიერ ამოკიხული "შ" შესაძნოა სინამდვილეში არის "რ" და "რთ", მაგალითად: კასითების მეფის სახელი "ქაშთილიაშ" სინამდვილეში შესაძლოა ყოფილიყო "ქართილიაშ", "აბირატ-თაშ" კი "აბირატ-თარ" და ა.შ. (საერთოდ არის თუ არა მცირეაზიური და ხმეთაშუაზღვის აუზის უძველესი ჩანაწერები მართებულად ამოკითხული ამას გადამოწმება ესჭიროება) ამდენად "ქუში" იქნებოდა "ქურთი"-"ქართი". აგრეთვე სიტყვა "ხური" იქნებოდა "ქური"-"ქურთი"-"ქართი".
_კელტური ღვთაება "მერლინის" ქალაქს ერქვა "ქარმართენ", ან "ქაერფურდინ" (ალბად "ქართ-დუნია") მეორენაირად "მორი-დუნონ". თავად "მერლინი" ალბად არის "მარ-ლინი", რადგან ის აგრეთვე უკავშირდება ღვთაება ტარხუს, ანუ "მარგეს"-"მორიგეს"-"მარსს".
_ხეთების სამეფოს როგორს ირკვევა სინამდვილეში ერქვა "ქარხემიში". "ში" მეგრულად კუთვნილებას ნიშნავს, "ემი" იგივეა რაც მეგრული "ამი" (ქართულად იანი), გვრჩება "ქარხ", რაც "ქართ"-ფუძის ბრუნვითი ფორმა უნდა იყოს. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ეს ტერმინი ზოგან იკითხება როგოთც "ქარქამიში" და აქაც "ქ" და "ხ"-ს მონაცვლეობა დასტურდება. აღსანიშნავია, რომ ამ ტერმინით აღნიშნულია ის ქვეყანა რომელსაც სპარსელები ეძახიან "კათპადუკას", ელამური "ქათბა-დუქას" მიხედვით -"ქათბა" იგივე "ქართა" უნდა იყოს, "დუქა" იგივე "დუნია". ეს ტერმინიც აშკარად "ქართ"-ფუძეს უკავშირდება და არა ლამაზ ცხენებს, თუ ვირებს. ბერძნები კი დაჟინებით ამტკიცებენ რომ კაპადოკიის უძველესი და უმთავრესი მოსახლეობა ყოველთვის იყო მესხების კოლხური ტომი. ჩვენ ვიცით რომ კაპადოკიას ასევე ერქვა "ხათი" და "ქაშქათი". "ხ"-ს და "ქ"-ს მონაცვლეობა სახეზე გვაქვს "ხალდი"-"ქალდი"-შიც. ეხლა კი გავიხსენოთ რომ "ხათის" ქვეყანა არის იგივე "ქარხემიში" და "ხათ-ში" თავისუფლად შეგვიძლია აღვადგინოთ "რ" და მივიღოთ "ხართი", ანუ "ქართი". აგრეთვე საყურადღებოა რომ ერთ ხეთურ ქალაქს ერქვა "ქარგამიში". აქ კი იკვეთება "ქართ" და "არგ"-ფუძეების საერთოობა. ცნობილია რომ "არგ-უნი" მეგრულად ნიშნავს ნაჯახს და წარმოდგენილია უძველეს სამეფო სიმბოლიკაში. ამას უკავშირდება ურარტუს მეფეთა წოდება "არგიშთი", პელაზგური "არგო", "აერგი" და ა.შ. (იხილეთ გ. კვაშილავასთან).
_მაკედონიის რეგიონში "ბერმეაში" არის მთა "სქარდი" ამავე სახელწოდების ქალაქით, აქვეა ქალაქი "მარგა" და მდინარე "მარგი".
_აგრეთვე "კოლხ" ფუძის საწყისი ფორმა შესაძლებელია იყოს "ქორთ"-"ქართ" ფუძე. ბერძნებმა შესაძლოა "ქორთ"-იდან მიიღეს "კოლხ". გამყრელიძე-ივანოვმა ქართული "ტყებ"-"ტყავ" ძირი მიიჩნიეს ბერძნული "კოვ" ძირის საფუძვლად. ამ ორი "წითელი მეცნიერის" მიხედვით გამოდის, რომ ქართული "ა" შეიძლება ბერძნულში ქცეულიყო "ო"-დ. ამ ლოგიკითაც ვღებულობთ "ქორთ"-ს (მეგრულში ქართ-ველი ხდება ქორთ-უ). ბერძნულში "ქ" ხშირად იქცევა "კ"-დ, "რ" კი "ლ"-ში ადვილად გადადის. მივიღეთ "კოლ". "ლ"-ს მერე "თ" იქცევა "ხ"-თ, ანუ "ხ"-ს წინ "რ" "ლ"-ში დაგადის, ანუ "კოლთ", რაც უფრო ადვილად წარმოითქმის როგორც "კოლხ", "ლთ" კი საერთოდ არ გვხვდება ბერძნულ დაბოლოვებებში. "ქართიდა-კორთიდა-კოლთიდა" მოუხერხებელი იქნებოდა ბერძნული ენისთვის და "კოლხიდას" ამჯობინებდნენ. ანალოგიურ შემთხვევას გავს "კორინთოც". თუმცა შესაძლოა რომ "ქართ" და "კოლხ" პარალელურად არსებობდნენ გეორგიანულ სამყაროში და ამიტომ ბერძნებს ეს ორი სიტყვა ერთმანეთში აერიათ.
_თუშურში "კილხი" და "კუხ" შემორჩენილია უმოსავლო მიწის ცნებად (ასოცირდება ჭაობთანაც). მეგრულად "კილახონა" ნიშნავს ხვნას, ხოლო "კოლო" ნიშნავს მწარეს-უვარგისს. კოხი კი სეტყვაა. -მე ამ სიტყვებს ვერ მივიჩნევ კოლხეთის სამეფოს სახელწოდების ფუძედ, რადგან ქვეყნის სახელს ქურუმები და მეფეები ადგენდნენ სავარაუდოდ და არა გლეხები, რომ მათ თავიანთი ქვეყნისთვის დაერქმიათ უნაყოფო მიწა, რომელსაც ბევრი ხვნაც ვერ შველის, ან საერთოდ ჭაობია და თანაც მწარე. თუმცა კოლხიდაში არსებობს აგრეთვე "კოლას" რეგიონი, რომელიც მთიანია და ჭაობთან არანაირი კავშირი არა აქვს. მითუმეტეს, რომ ბერძენი თუკიდიდე მთლიანად ანატოლიის ნახევარკუნძულს კოლხეთის ნახევარკუნძულად მოიხსენიებს და ის არ იქნებოდა გამონაკლისი. "კ" მეგრულად ნიშნავს "რკოს". "ოლა"-"ოლე" ნიშნავს დიდ ხეს, იგივე "ალიხეს"-"ალვის ხეს", იგივე "ბერმუხას". ლათინურად მას შეესატყვისება "ალნუსი" და "ალბერი". კელტების წმინდა ხის სახელი შემორჩენილია ევროპის ზოგიერთ ენაში, როგორც "ოლხა" და "აილხე". სვანური სიმღერა "ოლილე" სავარაუდოდ მას ეძღვნებოდა. კოლას რეგიონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით არის ხეობა "რკონი", რაც "კოლას" ქართული შესატყვისი უნდა ყოფილიყო. ეს კი რათქმაუნდა უკავშირდება მუხის ხის კულტს, "ბერმუხას", იგივე "კედარს", ანუ სიცოცხლის ხეს, სამოთხის ხეს. "კოლას" რეგიონს ამასთანავე ერქვა "კედარი", რაც აგრეთვე წმინდა ხეა. შუამდინარეთში არსებობდა ქალაქი "კოლაბერდი","კალხუ" და "კულხა". ერთ შუმერულ ღვთაებას ერქვა "კოლა" -ეს სახელი საქართველოში ხშირად გვხვდება. ანტიკურ მითებში, ოქროს საწმისი მდინარე ფაზისის პირას, ომის ღვთაება არესის ხეობაში, მუხის ხეზე იყო ჩამოკიდული და მას ურჩხული (ქერუბიმი-სფინქსი) დარაჯობდა (იქნებ "მუხის ანგელოზი"?). ხეთურ მითში მოკვდავი და აღორძინებადი ღვთაების, თელიფინუს წინ, "ეიას" წმინდა ხეს დგავენ, რომელზედაც ცხვრის ტყავს ჰკიდებენ. ხეთებშიც მუხის კულტი იყო გავრცელებული. სვანურ თქმულებებშიც არსებობს მუხის ხეზე ჩამოკიდებული საწმისი. საერთოდ ქართულ ცნობიერებაში მუხა იგივე საქართველოა, რაც კარგად გამოიხატება ერთ ქართულ ხალხურ ლექსში -"მუმლი მუხასაო"... შესაძლოა ოქროს საწმისზე ეწერა "უკვდავების წყლის" დამზადების რეცეპტი, რომელიც უნდა დაელიათ იასპის ქვისაგან დამზადებული გრაალის ბარძიმით. აღსანიშნავია რომ უძველეს იდეოგრამებზე და ბარელიეფებზე გამოსახულია ბარძიმიდან ამოზრდილი სიცოცხლის ხე.

ბაკურ მორგოშია
ნანახია: 2565 | დაამატა: ოდორია
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სლაიდ შოუ
მარტვილი
ტობა ვარჩხილი
მუსიკა
გააზიარე
google ძიება
Copyright MyCorp © 2025Free web hosting - uCoz