Free image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.Ge
საიტის მენიუ
კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ძებნა
ფეისბუქის ჯგუფი
ჩანაწერების არქივი
სტატიის ამობეჭდვა
www.top.ge
სტატისტიკა
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 4 » ტიტანური შრომა
3:48 PM
ტიტანური შრომა
ტიტანური შრომა

კარგა ხანია კაცობრიობამ დაიწყო საუბარი კოლხური ცივილიზაციის შესახებ. იყო დრო, როცა ამ საკითხზე, გარკვეული მიზეზების გამო, კრინტსაც ვერავინ ძრავდა, შემდეგ _ მოკრძალებულად ალაპარაკდა ზოგიერთი. დღეს კი სერიოზული და სოლიდური მეცნიერული გამოკვლებიც გამოჩნდა, და მარადიული ბურუსიდან თანდათანობით ამოდის ძლევამოსილი ისტორია. სრულიად აშკარაა, რომ კაცთა მოდგმის ყოველგვარი ცივილიზაციის საწყისი და ამ საწყისის საწყისიც, ენა გახლავთ... ენა რომლის წარმომავლობის დადგენა საუკუნეთა მანძილზე სანუკვარი ოცნება იყო კაცობრიორისათვის. ეს ყველას მიუწვდომელი ეგონა. დღეს ჩვენს წინაშეა მამანტი ძაძამიას, ცირა ძაძამიასა და ვლადიმერ ვახანიას “მეგრული
ენის ლექსიკა და სიტყვათწარმომავლობა”, უდავოდ ტიტანური შრომა, რომელმაც გახსნა ენის წარმოშობის საიდუმლოება და ქვეყნიერებას ამცნო, რომ ადამიანს ბუნებამ თვითონ წარმოაქმნევინა საკუთარი ენა, სრულიად ბუნებრივი გზით. მეგრული სიმღერების ჯადოსნურობა და ღვთაებრიობაც, მსოფლიოს ასე რომ აოცებს, მეგრული ენის სიდიადეში მდგომარეობს. რამდენი ხანია ქართველურ ენათა ეს ერთერთი მარგალიტი, ულამაზესი და უტკბესი ენა, ელოდება დროს, როცა დაიწყება მისი უკიდეგანო სიდიადის შესწავლა. და ეს დროც დადგა.
ყინული დაძრულია... დასახელებული შვიდფოლიანტელის ავტორებს სრულიად სამართლიანად სჯერათ, “რომ ეს ნაშრომი, თავის მხრივ, კვლავაც იქნება საფუძველი ასობით და ათასობით სხვა ნაშრომების შესაქმნელად არა მხოლოდ ავტორების მხრივ, არამედ სხვების მხრივაც, და რომ იგი ამაში დიდ სამსახურს გაუწევს სპეციალისტებსა და დარგის შემსწავლელებს, არა მარტო ქართველური, არამედ მსოფლიო ენების მასშტაბით”.

ჯემალ ჯინჯიხაძე
ენათმეცნიერებისა და პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
ნანახია: 651 | დაამატა: ოდორია
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სლაიდ შოუ
მარტვილი
ტობა ვარჩხილი
მუსიკა
გააზიარე
google ძიება
Copyright MyCorp © 2025Free web hosting - uCoz