Free image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.Ge
საიტის მენიუ
კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ძებნა
ფეისბუქის ჯგუფი
ჩანაწერების არქივი
სტატიის ამობეჭდვა
www.top.ge
სტატისტიკა
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 4 » წიგნი ენის წარმოშობის საფუძვლების შესახებ
3:47 PM
წიგნი ენის წარმოშობის საფუძვლების შესახებ
წიგნი ენის წარმოშობის საფუძვლების შესახებ

ცნობილი ფილოლოგების მამა-შვილი მამანტი და ცირა ძაძამიების, მეცნიერებათა დოქტორ ვლადიმერ ვახანიას შვიდტომეული
“მეგრული ენის ლექსიკა და სიტყვათწარმომავლობა“ ენეთმეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურ და საინტერესო საკითხთაგანს ეხება. მოცემულ შვიდტომეულს წინ უძღოდა და საფუძვლად დაედო მამანტი და ცირა ძაძამიების 2600-მდე საენათმეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 8 მონოგრაფია.
ვფიქრობ, წინამდებარე შვიდტომეული წარმოადგენს, ყველა ამ ნაშრომის შეჯამებას, ამჯერად
უკვე მ. ძაძამიას, ც. ძაძამიას და ვლ. ვახანიას ავტორობით. შვიდტომეული მეტად საინტერესოდაა დაწერილი. მასში ბევრი რამ, ალბათ, საკამათო იქნება, იგი არაერთგზის გახდება საჯარო მსჯელობის ობიექტი, რაც უდავოდ შეუწყობს ხელს ჭეშმარიტებასთან მიახლოებას. შვიდტომეული სერიოზული, დიდი ფიქრისა და შრომის შედეგია და ნამდვილად იმსახურებს მასზე დაფიქრებას, მის ავტორთა აზრების კვალდაკვალ დაინტერესებული მკითხველის დინჯად გავლას, ამ გზაზე დანახული ღირსებისა და ნაკლის ერთმანეთთან შეჯერების მიზნით. წიგნები იწყება ბგერათა რაობის, კერძოდ,
სამეტყველო ბგერების არსისა და ფუნქციის საკითხებით. წიგნის ავტორები წერენ: ბგერებს გამოსცემენ ბუნებაში არსებული როგორც ცოცხალი, ასევე არაცოცხალი საგნები. ეს საგნები ღრიალებენ, ღმუიან, ბღავიან, ჭიკჭიკებენ, ყიყინებენ; მოსწყდებიან რა მთებს, გამაყრუებლად ინთქმებიან ძირს თოვლის ვეება ზვავები. რახრახებენ ელმავლის ბორბლები, ტკაცუნობს ჭექა-ქუილი, მრავალრიცხოვან მელოდიებს აფრქვევენ ჩონგური, ფანდური, ჭიანური, “მღერის“ მაგნიტოფონის ლენტა. რით ავხსნათ ყოველივე ეს, რა არის ბგერა,
როგორც ასეთი? _ სვამენ კითხვას ავტორები, რის საფუძველზე წარმოიშობა ბგერები? და იქვე პასუხობენ: დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ უსულო საგანთა მიერ ბგერათა გაღება ხდება საგანთა დაჯახების შედეგად, რაც ყოველთვის დაკავშირებულია საგნის მოძრაობასთან. ამ დროს ბგერები ხასიათდებიან სხვადასხვა სიძლიერით და მრავალფეროვენებით შემო-თავაზებულია ბგერის განმარტება: ბგერა არის მატერიალურ სხეულთა დაჯახების შედეგად წარმოშობილი ხმა, ანუ ხმიანობა. ბგერის სიძლიერე და ნაირფეროვნება დამოკიდებულია დაჯახებაში მყოფი მატერიალური მასების სიდიდეზე, მოძრაობის სიჩქარეზე დაჯახების მომენტში, მათს ნივთიერ შემადგენლობაზე, სიმყიფე-სიფაშარეზე, აკუსტიკურ მაჩვენებლებზე და ა.შ..
მაშასადამე, როგორც უსულო საგანთა მიერ გაღებული ბგერები, ასევე ბუნებაში არსებული სხვა სახის არსებათა (ცხოველთა, ფრინველთა) მიერ გაღებული ბგერებიც იგივე ბუნებისაა. ცხოველური, მათ შორის, ადამიანური ზოგადბიოლოგიური ბგერების გაღება დაკავშირებულია სახმოსნო და სამეტყველო ორგანოების თავისებურ აგებულებასთან; ფილტვებიდან გამომდინარე ჰაერნაკადი შეარხევს სახმო სიმებს და გაიღება ბგერები, რომელთა გაძლიერება ხდება სხვადასხვა რეზონატორებში _ პირისა და სხვირის ღრუებში (ცხოველებს არ გააჩნია საარტიკულაციო ბაზისი) ეს ბგერები წარმოიშობიან ფილტვებიდან მომდინარე ჰაერის მიერ საწარმოთქმო ორგანოების წინააღმდეგობის დაძლევის შედეგად და ვღებულობთ სხვადასხვა სახის ბგერებს, როგორიცაა, მაგალითად, კბილბაგისმიერი ვ, ბაგისმიერნი: ბ, ფ, პ, მ და ა. შ. საარტიკულაციო ბაზისი დამახასიათებელია
ადამიანისათვის. სამეტყველო ბგერებსა და ბუნებაში არსებულ ბგერებს შორის ის მსგავსებაა, რომ ყველა ისინი ნივთიერი, ანუ ფიზიკური წარმოშობისანი არიან. ამავე დროს, სამეტყველო ბგერებს, გარდა ნივთიერი წარმომავლობისა, ახასიათებთ დანიშნულებითი წარმომავლობა, ისინი სოციალური ბგერებია. ცხოველური ბგერებისათვის უცხოა მიზნობრივი დანიშნულება, რაც სამეტყველო ბგერებს ახასიათებთ. სამეტყველო ბგერები მიზნობრივი, სოციალური დანიშნულების კონკრეტული ფუნქციის მატარებელი ბგერებია. საყურადღებოა დებულება, რომ `რა ბგერებიც ესმოდა ადამიანს, ადამიანთა ჯგუფს, ისტორიულად, ბუნების საგნების მიერ გაღებულ ბგერებში, ბაძავდა რა ხმას, ადამიანი ცდილობდა ანალოგიური ბგერების გაღებას, რამაც განაპირობა სათანადო საწარმოთქმო ჩვევის, ანუ საარტიკულაციო ბაზისის ჩამოყალიბება, შესაბამისად, _ ბგერების დანაწევრებულად წარმოთქმაც. კვლევამ გვიჩვენა, ამტკიცებენ წიგნის ატორები, რომ მეგრული ენის ლექსიკის აბსოლუტურად უდიდესი ნაწილი ხმაბაძვით საფუძველს ემყარება. დადგინდა, აცხადებენ ისინი, რომ მეგრული ზმნური ფონდის ძირისეული თანხმოვნური ფორმების უდიდესი ნაწილი, _ 85%, ხმაბაძვით საფუძველზეა მიღებული, მაგრამ იმის გამო, რომ ისინი ხასიათდებიან მაღალი პროდუქტიულობით, მთელი ზმნური ფონდის დაახლოებით 99.2% ხმაბაძვითი წარმოშობისაა. ამავე საფუძველზე, იგივე პროცენტული შემადგენლობა მოდის ხმაბაძვით ფორმებზე მეგრულის მთელ ლექსიკაში. ავტორთა აზრით, მეგრულში გვაქვს 75 პირელადი სუფიქსი, 120 მეორეული (ზოგადად) წარმოების სუფიქსი, 5 დერივატი პრეფიქსი, 5 ხმოვანი ინფიქსი (ა, ე, ი, ო, უ ხმოვნები, რომელთა მიერ შიგაგახმოვანებითაც
ხმაბაძვითი ძირისეული თანხმოვნური ფორმები, ჩვეულებრივ, ახალი მნიშვნელობის სიტყვებს გვაძლევენ). ქართულში გვაქვს 15 ზმნისწინი, მეგრულში _ 85. ქართულში გვაქვს სტატიკური ზმნები არის და ზის: წყალში
ზის, სკამზე ზის, კერიასთან ზის... მეგრულში კი გვაქვს: გე-ხ-ე _ ზედ ზის, მითო-ხე _ შიგ სიღრუეში, (მაგ. გამოქვაბულში) ზის, მულა-ხე (შიგ, შიგნით, მაგ. სახლში) ზის ... ასეევე: გერე _ ზედ დგას, მითო-რე _ შიგ დგას და ა.
შ. ამ ლოგიკით მეგრულის ლექსიკურ ერ-თეულთა რაოდენობა რამდენიმე მილიონზეა სავარაუდებელი, _ წერენ შრომის ავტორები და მოაქვთ სათანადო დოკუმენტური მასალები. ჩვენი აზრით, უდავოდ მისაღებია ავტორთა მიერ შემოთავაზებული დებულებები: 1. ბგერები მოძრავი საგანთა შეჯახების შედეგად წარმოიშობა. როგორც სულიერ, ისე უსულო საგანთა გამოცემული ბგერები ერთნაირი ბუნებისაა. 2. სწორად ესმით ავტორებს საარტიკულაციო ბაზისის არსი და დანიშნულება. 3. სწორია დებულება, რომ რა ბგერებიც ესმოდა ადამიანს, ადამიანთა ჯგუფს, ისტორიულად, ბუნების საგნების მიერ გაღებულ ბგერებში, ბაძავდა რა მათ ხმას, ცდილობდა ანალოგიური ბგერების გაღებას, რამაც განაპირობა სათანადო საწარმოთქმო ჩვევის ანუ სარტიკულაციო ბაზისის ჩამოყალიბება, შესაბამისი ბგერების დანაწევრებულად გამოთქმაც. აქედან ბუნებრივად გამომდინარეობს ის
დასკვნაც, რომ ყრუ-მუნჯები მუნჯობენ სწორედ მათი სიყრუის გამო; ვერ ამეტყველდება ვერც ერთი ბავშვი ადამიანების წრეში მოხვედრის გარეშე. საინტერესოა ავტორთა მსჯელობა, რომ მეგრული ენის ლექსიკის ესოდენ დიდი სიმდიდრე (102 747 879 სიტყვა პარალელური და პოტენციურად შესაძლებელი ფორმებითურთ) 20 მილიონამდეა (შესაძლოა მეტიც).
შენიშვნები: საჭირო იქნება ავტორების მიერ უარყოფილი, მაგრამ მეცნიერებაში საყოველთაოდ დამკვიდრებული დებულებების უკეთ არგუმენტირება:
1. მცდარია ენათმეცნიერებაში დამკვიდრებული მოსაზრება, რომ თითქოს
აფიქსები დამოუკიდებელი სიტყვებისაგან მოდიოდნენ.
2. მცდარია ენათმეცნიერებაში გავრცელებული მოსაზრება ) ბგერის მეორეულობის შესახებ. ნაშრომის ავტორები წერენ: “წარმოდგენილ ნაშრომს არ აქვს პრეტენზია საკითხის ამოწურვისა და უხარვეზობისა. მიუხედავად
ამისა, შესაძლებელია, მან გარკვეული სიცხადე შეიტანოს ისეთი რთული და დიდმნიშვნელოვანი პრობლემის ახსნაში, როგორიცაა ენის წარმოშობის საკითხი”. ნაშრომის ავტორთა ეს განზრახვა, ვფიქრობ, მიღწეულია. შვიდტომეულს ნამდვილად შეაქვს გარკვეული სიცხადე მასში დასმული
პრობლემის _ ენის წარმოშობის საკითხების ახსნაში. ხმამიბაძვის თეორია ენათმეცნიერებაში ახალი არ არის, მაგრამ შრომის ავტორებმა ერთ-ერთი უმდიდრესი უმწერლობო ენის _ მეგრულის შესწავლის შედეგად გააკეთეს უმნიშვნელოვანესი დასკვნა, რომ ამ ენის ლექსიკის უდიდესი ნაწილი მოტივირებულია, თანაც ფონეტიკური დასაბამიდანვე, ანუ სამეტყველო ბგერების წარმოშობისთანავე. მეგრულ ენაში ავტორთა მტკიცებით, განსაკუთრებით უხვადაა შემონახული არქაული ენობრივი ფორმები პირველყოფილი თანხმოვნური ხმაბაძვითი ფორმების სახით. ამასთან ამ ენის ლექსიკის აბსოლუტურად უდიდესი ნაწილი აშკარად ხმაბაძვითია, ან ასეთ საფუძველზე მიღებულად აშკარავდება. ავტორთა დასკვნით, რაც ფრიად საყურადღებოა, მეგრული ენის ლექსიკის ესოდენი სიმდიდრე უდავო დადასტურებაა იმისა, რომ ამ და სხვა ქართველური ენების წინამავალი პირველყოფილი ენა უშორეულეს წარსულშია წარმოშობილი. შემიძლია მოკრძალებით ვთქვა, რომ მეცნიერთა წინაშე დევს მეგრული ენის შესახებ
სამი მეცნიერის მიერ დიდი რუდუნებით შექმნილი შვიდტომეული. დღეს მისი მოწონებაც ადვილია და დაწუნებაც. მთავარია, მისი შეფასება-დაფასების მსურველს ჰქონდეს ჭეშმარიტი დაინტერესება და, რაც მთავარია, ობიექტური მიდგომა ნიჭისა და სათანადო ცოდნის მიმართ, რომელიც ჩადებულია მის შექმნაში და, რომელიც ნებისმიერ კეთილმოსურნე მკითხველს, მით უმეტეს, მეცნიერს, შრომის შემქმნელთადმი უდიდესი
პატივისცემით განაწყობს მათი ღვაწლის გამო. ღვაწლისა, რომელიც ნებისმიერ სოლიდურ სამეცნიერო დაწესებულებას დაამშვენებდა. აღნიშნული ნაშრომი, მისი ავ-კარგი, ვერ შეფასდება მისი რამდენიმედღიანი გაცნობის შედეგად. შესასწავლია ყველა დასკვნა, რომელთა მიღებასაც, უნდა ვივარაუდოთ, წლები დასჭირდა. ნაშრომი (ტ. VII, გვ. 518) შეიცავს მტკიცებებს, რომ თანამედროვე მეგრული ენის ლექსიკა მოიცავს 102 747 879 სიტყვას, პარალელური და პოტენციურად შესაძლებელი ფორმებითურთ, ხოლო უამათოდ, სულ მცირე 20 მილიონამდე (შესაძლოა მეტსაც) სიტყვას. ეს კოლოსალური ციფრია. თუმცა ეს ყველაფერი შემოწმებადია. დაეჭვებულ მკითხველს ამ ფაქტმა უნდა გაუჩინოს სურვილი დარწმუნდეს მის ჭეშმარიტებაში და არამცდაარამც არ განეწყოს შრომისადმი ნიჰილისტურად, ამას მეცნიერების, ჩვენი ენებისადმი ერთგულება, ბოლოს და ბოლოს,
ქვეყნის სიყვარული მოითხოვს. არ არის გამორიცხული, რომ იმ თავისებურებათა, იმ ღირსებათა შეფასებისას, რომლებსაც ხედავენ და აღნიშნავენ ნაშრომის ავტორები, ვინმემ სცადოს იხელმძღვანელოს გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით, რასაც ადგილი ჰქონდა ახლო წარსულში და რომლის რეციდივები, თავს იჩენენ დღესაც. განსახილველი ნაშრომის ობიექტი ენაა, ნაშრომი ენათმეცნიერული ხასიათისაა და მისი შეფასებისას მიდგომა მხოლოდ მეცნიერული, კერძოდ, ენათმეცნიერული უნდა იყოს. მეცნიერთა და მკითხველთა მიერ დანახული უნდა შეფასდეს ობიექტურად და არ იქნეს შეფასებული, როგორც მათთან დაპირისპირება, რამეთუ ყველა ენას, მითუმეტეს არასამწერლობო და, მაშასადამე, დიდი ისტორიის მქონეს, როგორიც მეგრულია, განვითარების საკუთარი გზა აქვს გავლილი და ამ გზის შესწავლა-ანალიზისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს ამ ენის ინდივიდუალურ თავისებურებებზე,
პირობებზე, რომლებშიც ჩამოყალიბდა აღნიშნული ენის დღევანდელი სახე მეზობელ ენებთან მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების შედეგად.

ოთარ მიქიაშვილი
ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
ნანახია: 1284 | დაამატა: ოდორია
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სლაიდ შოუ
მარტვილი
ტობა ვარჩხილი
მუსიკა
გააზიარე
google ძიება
Copyright MyCorp © 2025Free web hosting - uCoz